გარდაიცვალა

დღეს ჩემი მეგობარი მოკვდა. იქნებ გუშინ, ან სულაც უფრო ადრე. იმდენად შეჩვეული ვარ მსგავს ამბავს, რომ თითქოს, უკვე ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ. მაგრამ არა, გატყუებთ. იმის გაცნობიერება, რომ მოკვდა საშინელებაა, თუმცა გარდაუვალი. ადამიანი ისეთი ბუნებისაა, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერს ეგუება, ეს კი უფრო მარტივი მაშინაა, როცა გარდაცვალებას მიჩვეული ხარ. რა ხდება ამ დროს შენში?!- გრძნობ კიდევ ერთ იმედგაცრუებას ცხოვრებისგან, სხვა საბრალობელი ხომ არც არავინ არ გყავს. ფიქრობ, რომ ცხოვრება უამართლოა შენს მიმართ და რომ მსგავსი რამ შენ არ დაგიმსახურებია. განა ადამიანები ყოველთვის იმას ღებულობენ რასაც იმსახურებენ?!- არამც და არამც! ეს ხომ უბრალოდ ზღაპარია, რომ ყველა იმას მიიღებს რასაც იმსახურებს.

სიკვდილი, ერთი შეხედვით მარტივად წარმოსათქმელი, მაგრამ რადენი გრძნობა შეიძლება აღძრას შენში, ჰო შენ, ვინც ახლა ამას კითხულობ რას გრძნობ? ალბათ ყველა ის ადამიანი გაგახსენდა ვინც მოკვდა. სიკვდილი დიდ კვალს ტოვებს შენს სულში. გრძნობ დიდ სიცარიელეს, რომელსაც დრო ნელ-ნელა ავსებს სხვა ადამიანებით, ან უბრალოდ მარტოობით. წარმოიდგინეთ, გაიღვიძეთ ერთ დღესაც და აღმოაჩინეთ, რომ თქვენი მეგობარი გარდაიცვალა. ადამიანი, რომლის მიმართაც რაღაც განსაკუთრებული გაკავშორებდათ. ის, ვისთან ერთადაც უამრავი სისულელე ჩაგიდენია. ის ვის გამოც ბევრი რამ დაგითმია, ის ვის გასამხიარულებლადაც ყველაფერს აკეთებდი. გონება ჯერ კიდევ ბურუსს ჰყავს მოცული, ჯერ კიდევ გიჭირს ყოველივეს გაცნობიერება, მაგრამ იხსენებ დეტალებს და ხვდები, ის დღეს კი არა, უფრო დიდი ხნის წინ მოკვდა. maxresdefault

ალბათ, ყველა თქვენგანს თვალწინ ნამდვილი სიკვდილი წარმოუდგა და თანაგრძნობამ გაიღვიძა თქვენში. ესეც სიკვდილია, ოღონდ სხეულის სიკვდილისგან განსხვავებული და უფრო საშინელი. თუკი ვინმეს მსგავსი რამ გამოუცდია ის მიხვდება, რას ნიშნავს ყოველივე ამის გაცნობიერება. ბუნებრივ სიკვდილთან შეგუება უფრო მარტივია, მაგრამ ეს?-ეს რაღაც იმაზე მძიმეა. ამას თავად ადამიანი აკეთებს და შენში თავის თვს კლავს.

ადამიანს მარტოობა აშინებს და ამის გადასალახად ეძებს მათ ვისთან ერთადაც ეს აღარ შეაწუხებს. თავიდან ჰგონია, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, ვისთან ერთადაც ცხოვრების ბოლომდე ექნება ურთიერთობა, ვინც მისი მსგავსია, ვისთვისაც ბევრ რამეს გააკეთებს. მაგრამ ბოლოს აღმოაჩენს, რომ მისი ამაგი და მოლოდინი ამაო იყო. კი გასახსენებლად მოგონებები გჩება, მაგრამ რეალობა უფრო მწარეა. შენ იყავი იმასთან ვინც ამას არ იმსახურებდა. იცით რატომაა მარტო ყოფნა კარგი?!- იმიტომ, რომ ვერავინ შეძლებს შენთვის გულისტკენას. მარტოობა არც საშიშია და არც მტკივნეული. გარდაცვალების შემდეგ სიცარიელე ისადგურებს, აი ესა ყველაზე მტკივნეული…

P.S დასაწყისში ვთქვი, რომ მსგავს ამბავს შეჩვეული ვარ თქო, ჰო ასეა და ახლა ამის აღმოჩენა ისეთი მტკივნეული აღარაა, როგორიც თავდაპირველად. მთავარი ისაა, არ იყო მათზე დამოკიდებული და ადვილდ შეძლო მათ გარდაცვალებასთან შეგუება. ცხოვრება გრძელდება და არ მისცეთ უფლება ვინმეს, რომ თქვენს სულში ტკივილი უფრო მეტი იყოს ვიდრე ბედნიერება.

Advertisements

იგრძენი

დღეს, 25 აგვისტოა და მე აქ ვარ. აქ ვარ და ვწერ, ეს ალბათ იმ შთაგონების ბრალია, რომელსაც მუსიკის მოსმენითა და ღამის სიმშვიდით იღებს ადამიანი. მარტო ხარ, ისეთი სიმშვიდეა, რომ შეიძლება იშიც კი გამოიწვიოს, თუმცა საშიშზე მეტად ეს დიდი ბედნიერებაა. მარტო ყოფნით უდიდესი სიამოვნების მიღება შეგიძლია. წარმოიდგინე დგახარ ფანჯარასთან, უყურებ წინ გადაშლილ ხედს, უყურებ ცას, ვარსკვლავებს, უსმენ სასიამოვნო მუსიკას და გრძნობ, რომ ეს ყველაფერი არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც ეუფლება. რა ხდება ამ დროს?- შენ ისეთ საოცრებას გრძნობ, რომ გინდა ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელდეს.

a-feel_the_music-1430631.jpg

უსმენ მუსიკას და გრძნობ, რომ სხეულში ვეღარ ეტევი, გრძნობ, რომ უფრო მეტი გინდა, სადღაც შორს წასვლა, იქ სადაც არაფერია გარდა სიმშვიდისა და იმ მუსიკისა, რომელსაც გრძნობ. ოჰ რა კარგად ჟღერს არა?! არადა ამ ყველაფრის მიღება მარტივადაც შეიძლება. ღამით, როცა ყველაფერი იძინებს, უბრალოდ ჩართე მუსიკა, დადექი ფანჯარასთან და მიეცი მუსიკას შენი დაუფლების უფლება, დროებით ყველაფერს გავიწყებს და საოცარ ძალას გაგრძნობინებს, რაც მთავარია განწყობას ამაღლებს. ბევრი ფიქრით ნუ გადაღლით გონებას, ამ დროს მთელმა სხეულმა და სულმა უნდა დაისვენოს, ეს მერწმუნეთ ნებისმიერ სხვა დასვენებას ბევრად სჯობს, თანაც უფრო ნაყოფიერია…

უბრალოდ იგრძენი მუსიკა/Just feel the music