მონატრებულზე

შემოდგომა დაიწყო და ნელ-ნელა ყველაფერი ფერს იცვლის. მე, შენ და შემოდგომა, ეს ყველაფერი ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისია. შემიძლია ვიარო მთელი დღე, დავიქანცო ისე, რომ აღარაფრის თავი არ მქონდეს, თუმცა შენ ის ხარ ვისაც უარს ვერ ვეტყვი, შენ მომენტალურად ხსნი ყველანაირ დაღლილობას და ჩემს მოდუნებას ცდილობ. 

დღეს მძიმე დღის მერე, შენმა დანახვამ ყველაფერი დამვიწყა. იცი, მომნატრებიხარ… საკმაო დრო გასულა, მას შემდეგ, ბოლოს რომ გნახე და შეგიგრძენი, სულ არ შეცვლილხარ, ისეთი ხარ, როგორიც მახსოვდი…

ადამიანი ფიქრებსა და საქმეში ისეა ხილმე გართული, რომ ავიწყდება ყველა და ყველაფერი, მაგრამ მას აქვს უნარი დანახვისას გაიხსენოს ყველაფერი იმის შესახებ, რაც შენთანაა დაკავშირებული. ყველაფრისგან დაღლილი შენთან პოულობს შვებას, შენთან და შენით ახერხებს დასვენებასა და განტვირთვას. კარგია რომ ამისთვის ყოველთვის მზად ხარ.

დღეს კვლავ შევხვდით ერთმანეთს, ცდუნებას ახლაც ვერ გავუძელი და შენს ტყვეობაში აღმოვჩნდი. ხელის შეხება და ყველა იმ მომენტის გახსენება, რაც შენთან მაკავშირებდა ერთი იყო. უცებ გამეღიმა და თავი ბედნიერად ვიგრძენი, ერთადერთი რასაც წუხილით ვიხსენებ, შენთვის ნათქვამი ის არებია, რომელიც ალბათ არ უნდა მეთქვა…

მუსიკების ხმა, ხალხი ცეკვავს, ზოგიც მელოდიას ღიღინებს, მე კი გიყურებ და ვხვდები, რომ ჩემი მონატრება იმაზე დიდია, ვიდრე შენი დანახვისას მეგონა. ჰო, მონატრება, მონატრება… გიყურებ და თვალს ვერ გწყვეტ, მერე გიახლოვდები ხელს გკიდებ და ვცდილობ, ჩემსკენ მოგიზიო, მე ხომ ასე არ ვიქცევი ხოლმე, მე ხომ ასეთი არ ვარ! მაგრამ, ეს მონატრების ბრალია, იმ დროის, რომელიც შენს გარეშე გავატარე. გიახლოვდები, ნელ-ნელა სახით შენსკენ ვიხრები, ტუჩებს გიახლოებ, ერთი შეხებაც საკმარისია, რომ გაგიხსენო. მერე შენი გემოს შეგრძნებას ვცდილობ, ყელში წყალივით გადაგიშვებ და შენც უცებ ჩააგრილებ, როგორც ცივი წყარო, მწყურვალე ირმის ყელს.  ცხელი დღები შენით გრილდება, ოჰ რა კაია ცივი ლუდი. მე, შენ და წელიწადის ნებისმიერი დრო…

ნეტა დიდი ვიყო

შუადღეს გადასცდა, მე კი დაღლილი სახლისკენ მივდივარ და ამ დროს თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებს. ცხოვრება ხომ არც ისე მარტივია და ყოველთვის გიწევს, იფიქრო. ჰო და მეც მივდივარ და ვფიქრობ, რაზე?- ყველაფერზე რაც კი თავში მოვა, ერთი აზრიდან უცებ მეორეზე აღმოვჩნდები და ამ ფიქრებში გართული ბინას ვუახლოვდები. ახლა კი ჩემს ბინასა და ბავშვობაზე დავიწყე ფიქრი, ნაბიჯი შევანელე და ყველაფერი თვალწინ დამიდგა. წლების წინ, ჯერ კიდევ ამ ეზოში დავრბოდი, მიხაროდა სიცოცხლე და არც არაფერზე არ ვფიქრობდი. ბავშვს რა აქვს საზრუნავი, გარდა იმისა, რომ დრო თანატოლებთან ერთად თამაშში გაატაროს. სახლობანა, დაჭერობანა, ტალახებში თამაში, წრეშიბურთი, კლასობანა, რეზინობანა, ამ და სხვა ყველა მოგონებამ უცებ თავი შემახსენა. ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, ვერც კი ასწრებ გააზრებას, უცებ აღმოაჩენ, რომ გაიზარდე და ახლა სხვა რამეებზე ფიქრობ, უფრო მეტი მოგეთხოვება და მეტი პასუხისმგებლობა გაქვს საკუთარი თავის წინაშე.

13-14 წლის ასაკში უკვე ცდილობ გაზრდა დაგეტყოს, ცდილობ ცოტა დიდებს მიბაძო და მათ წრეში გაერიო, თუმცა მაინც ხვდები, რომ ჯერ კიდევ პატარა ხარ. “ნეტა დიდი ვიყო” გავიფიქრებდი ხოლმე და თავს სევდიანად გავაქნევდი, თითქოს ამით ყველაფერი მთავრდებოდა. მეტი გინდა მეტისთვის იბრძვი, მაგრამ ეს შენს ძალებს აღემატება, სწორი ნათქვამია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. დროს ვერ გაუსწრებ, ეს შეუძლებელია, ამიტომ აღარაფერი დაგრჩენია გარდა ლოდინისა.

უცებ ბავშვების ხმამ ფიქრები გაფანტა, მეც უკვე ბინასთან ვარ და მესმის, როგორ ამბობს ერთ-ერთი ბიჭი, დაახლოებით 12-13 წლის “ნეტა დიდი ვიყო” და თან ჩემსკენ გამოიხედა, ამის გაგონებაზე გამეღიმა და გვერდით ჩავუარე, ავუყევი კიბეებს და კვლავაც დავიწყე იმის გახსენება, თუ რამდენჯერ მიფიქრია დიდობაზე. ბავშვი უამრავი მიზეზიზ გამო გაიფიქრებს ხოლმე ამას, მაგრამ ეს ხომ წამიერია.

მივდივარ და ვხედავ ჩემზე უფროს ბიჭს, ისეთია, რომ შეხედავ და უცებ ოცნებებში ჩაიძირები. დაინახავ ადამიანებს, რომლებიც საინტერესოდ მსჯელობენ და გიჩნდება მათთან მისვლისა და საუბრის სურვილი. დაინახავ მოხუცს, რომელსაც მზიმე ჩანთები მიაქვს და მისი დახმარება გინდა( არ შეგიძლია, იმიტომ რომ ვერ აწევ მძიმეს, ჯერ ბავშვი ხარ). ხედავ, ყველაფერს, რაც შენს ირგვლივ ხდება და ფიქრობ, ნეტა დიდი ვიყო” შემეძლებოდა იმ ბიჭის გაცნობა, ვინც ოცნება დამაწყებინა,იმ ადამიანებთან საუბარი, ვინც საინტერსო თემებზე მსჯელობენ, იმ მოხუცის დახმარება, ვინც ჩანთებს ძლივს მიათრევს. გიჩნდება გაზრდის სურვილი და ყველაფერი იმის შეცვლის, რაც შენს გარშემო ახლა ხდება, ამ დროს კი თოთო ბავშვს ემსგავსები, ბავშვს, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ გიწევს ხშირად იფირქო და თქვა “ნეტა დიდი ვიყო”. ამით ვერაფერს ცვლი, უბრალოდ ფიქრობ და მიყვები ცხოვრების დინებას.

კარს აუჩქარებლად ვხსნი, ჯერ კიდევ ფიქრები მაქვს გამოყოლილი და რეალობასთან ბუნდოვნად ვარ დაკავშირებული. ვაღებ მაცივარს, ვსვამ ცივ წყალს და ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება. მე გავიზარდე და ახლა მინდა, რომ პატარა ვიყო…

გარდაიცვალა

დღეს ჩემი მეგობარი მოკვდა. იქნებ გუშინ, ან სულაც უფრო ადრე. იმდენად შეჩვეული ვარ მსგავს ამბავს, რომ თითქოს, უკვე ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ. მაგრამ არა, გატყუებთ. იმის გაცნობიერება, რომ მოკვდა საშინელებაა, თუმცა გარდაუვალი. ადამიანი ისეთი ბუნებისაა, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერს ეგუება, ეს კი უფრო მარტივი მაშინაა, როცა გარდაცვალებას მიჩვეული ხარ. რა ხდება ამ დროს შენში?!- გრძნობ კიდევ ერთ იმედგაცრუებას ცხოვრებისგან, სხვა საბრალობელი ხომ არც არავინ არ გყავს. ფიქრობ, რომ ცხოვრება უამართლოა შენს მიმართ და რომ მსგავსი რამ შენ არ დაგიმსახურებია. განა ადამიანები ყოველთვის იმას ღებულობენ რასაც იმსახურებენ?!- არამც და არამც! ეს ხომ უბრალოდ ზღაპარია, რომ ყველა იმას მიიღებს რასაც იმსახურებს.

სიკვდილი, ერთი შეხედვით მარტივად წარმოსათქმელი, მაგრამ რადენი გრძნობა შეიძლება აღძრას შენში, ჰო შენ, ვინც ახლა ამას კითხულობ რას გრძნობ? ალბათ ყველა ის ადამიანი გაგახსენდა ვინც მოკვდა. სიკვდილი დიდ კვალს ტოვებს შენს სულში. გრძნობ დიდ სიცარიელეს, რომელსაც დრო ნელ-ნელა ავსებს სხვა ადამიანებით, ან უბრალოდ მარტოობით. წარმოიდგინეთ, გაიღვიძეთ ერთ დღესაც და აღმოაჩინეთ, რომ თქვენი მეგობარი გარდაიცვალა. ადამიანი, რომლის მიმართაც რაღაც განსაკუთრებული გაკავშორებდათ. ის, ვისთან ერთადაც უამრავი სისულელე ჩაგიდენია. ის ვის გამოც ბევრი რამ დაგითმია, ის ვის გასამხიარულებლადაც ყველაფერს აკეთებდი. გონება ჯერ კიდევ ბურუსს ჰყავს მოცული, ჯერ კიდევ გიჭირს ყოველივეს გაცნობიერება, მაგრამ იხსენებ დეტალებს და ხვდები, ის დღეს კი არა, უფრო დიდი ხნის წინ მოკვდა. maxresdefault

ალბათ, ყველა თქვენგანს თვალწინ ნამდვილი სიკვდილი წარმოუდგა და თანაგრძნობამ გაიღვიძა თქვენში. ესეც სიკვდილია, ოღონდ სხეულის სიკვდილისგან განსხვავებული და უფრო საშინელი. თუკი ვინმეს მსგავსი რამ გამოუცდია ის მიხვდება, რას ნიშნავს ყოველივე ამის გაცნობიერება. ბუნებრივ სიკვდილთან შეგუება უფრო მარტივია, მაგრამ ეს?-ეს რაღაც იმაზე მძიმეა. ამას თავად ადამიანი აკეთებს და შენში თავის თვს კლავს.

ადამიანს მარტოობა აშინებს და ამის გადასალახად ეძებს მათ ვისთან ერთადაც ეს აღარ შეაწუხებს. თავიდან ჰგონია, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, ვისთან ერთადაც ცხოვრების ბოლომდე ექნება ურთიერთობა, ვინც მისი მსგავსია, ვისთვისაც ბევრ რამეს გააკეთებს. მაგრამ ბოლოს აღმოაჩენს, რომ მისი ამაგი და მოლოდინი ამაო იყო. კი გასახსენებლად მოგონებები გჩება, მაგრამ რეალობა უფრო მწარეა. შენ იყავი იმასთან ვინც ამას არ იმსახურებდა. იცით რატომაა მარტო ყოფნა კარგი?!- იმიტომ, რომ ვერავინ შეძლებს შენთვის გულისტკენას. მარტოობა არც საშიშია და არც მტკივნეული. გარდაცვალების შემდეგ სიცარიელე ისადგურებს, აი ესა ყველაზე მტკივნეული…

P.S დასაწყისში ვთქვი, რომ მსგავს ამბავს შეჩვეული ვარ თქო, ჰო ასეა და ახლა ამის აღმოჩენა ისეთი მტკივნეული აღარაა, როგორიც თავდაპირველად. მთავარი ისაა, არ იყო მათზე დამოკიდებული და ადვილდ შეძლო მათ გარდაცვალებასთან შეგუება. ცხოვრება გრძელდება და არ მისცეთ უფლება ვინმეს, რომ თქვენს სულში ტკივილი უფრო მეტი იყოს ვიდრე ბედნიერება.

იგრძენი

დღეს, 25 აგვისტოა და მე აქ ვარ. აქ ვარ და ვწერ, ეს ალბათ იმ შთაგონების ბრალია, რომელსაც მუსიკის მოსმენითა და ღამის სიმშვიდით იღებს ადამიანი. მარტო ხარ, ისეთი სიმშვიდეა, რომ შეიძლება იშიც კი გამოიწვიოს, თუმცა საშიშზე მეტად ეს დიდი ბედნიერებაა. მარტო ყოფნით უდიდესი სიამოვნების მიღება შეგიძლია. წარმოიდგინე დგახარ ფანჯარასთან, უყურებ წინ გადაშლილ ხედს, უყურებ ცას, ვარსკვლავებს, უსმენ სასიამოვნო მუსიკას და გრძნობ, რომ ეს ყველაფერი არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც ეუფლება. რა ხდება ამ დროს?- შენ ისეთ საოცრებას გრძნობ, რომ გინდა ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელდეს.

a-feel_the_music-1430631.jpg

უსმენ მუსიკას და გრძნობ, რომ სხეულში ვეღარ ეტევი, გრძნობ, რომ უფრო მეტი გინდა, სადღაც შორს წასვლა, იქ სადაც არაფერია გარდა სიმშვიდისა და იმ მუსიკისა, რომელსაც გრძნობ. ოჰ რა კარგად ჟღერს არა?! არადა ამ ყველაფრის მიღება მარტივადაც შეიძლება. ღამით, როცა ყველაფერი იძინებს, უბრალოდ ჩართე მუსიკა, დადექი ფანჯარასთან და მიეცი მუსიკას შენი დაუფლების უფლება, დროებით ყველაფერს გავიწყებს და საოცარ ძალას გაგრძნობინებს, რაც მთავარია განწყობას ამაღლებს. ბევრი ფიქრით ნუ გადაღლით გონებას, ამ დროს მთელმა სხეულმა და სულმა უნდა დაისვენოს, ეს მერწმუნეთ ნებისმიერ სხვა დასვენებას ბევრად სჯობს, თანაც უფრო ნაყოფიერია…

უბრალოდ იგრძენი მუსიკა/Just feel the music

 

სევდიანი შემოდგომა

დადგა შემოდგომა და მასთან ერთად აუტანელი სიცივე… ისეთი სუსხია უკვე, სხეულის გავლით სულამდე მიაღწია. ღამე როგორც წესი მშვიდი და აუღელვებელია.ახლა კი მესმის როგორ ხმაურობს ქარი,სახლის სახურავი.მესმის როგორ შრიალებენ ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები და როგორ განიცდიან ხეები გაშიშვლებასა და ზამთრის მოახლოებას.
რა მშვენიერია ღამე,ზოგჯერ ჩუმი, ზოგჯერ კი მღელვარე როგორც ზღვა და მრავლის მთქმელი,როგორც ძაძებში გამოწყობილი და მათხოვრად ქცეული ბავშვის თვალები… ვფიქრობ, და სხეულში რაღაც სიცივეს ვგძნობ, არა უფრო სულში… გაყინული სულით დავდივართ, ვერ ვხედავთ სხვის გაჭირვებას, ვერ ვხედავთ და არ გვესმის, რომ ციცაბო კლდეზე ვგდავართ, საიდანაც არ ვიცით როდის დაგვიცდება ფეხი.ვდგავართ და ველოდებით. ველოდებით, გულხელდაკრეფილნი როდის ჩამოვარდებით, რომ ხელახლა დავიწყოთ ასვლა.ყველაფრის ახლიდან დაწყება გვირჩევნია, ოღონდ კი მიმავალ გზას არ გადვაუხვიოთ.მცივა სულში და მტკივა რომ ვეღარ ვხედავ მომავლის იმედსა და რწმენას მოხუცების თვალებში… მუდამ წყლიანი მოციცმიმე თვალები ახლა უკვე უიმედოდ გამოკრთის..მათი აკანკალებული ხმა და ხელები,მგრძნობიარე და სუსტადღა მფეთქავი გული…
აი ახლაც ვფიქრობ, როგორ გაგვანადგურა დროებამ.ვზრუნავთ,ვზრუნავთ მხოლოდ საკუთარ თავზე,მთავარი ხომ მხოლოდ ჩვენი კეთილდღეობაა,იმაზე კი არავინ ფიქრობს,რომ მათი ეს კეთილდღეობა და საკუთარ თავზე ზრუნვა ხშირად სხვებს ზიანს აყენებს.რა სამწუხაროა რომ ასეთი ქვეყნის შვილებმა ერთმანეთის იმედი დავკარგეთ… ისევ სიცივე შემოიჭრა…სიცივე,რომელმაც ადამაინები უგრძნობელ არსებებად აქცია,მათი სხეულები ყინულივით ცივი გახადა,მათი სულები კი… სულები.. .მგონი… ამ სიტყვის მნიშვნელობაც დაგვავიწყდა…რაც დრო გადის მით უფრო მძიმდება ცოდვილთა სულებით დედამიწა…
სიცივე შემოიჭრა და სულში დაიბუდა…უიმედობა,ყინულად ქცეული სხეულები და მოვალეობა დაკარგული ქვეყნიერება…
06.09.13