მონატრებულზე

შემოდგომა დაიწყო და ნელ-ნელა ყველაფერი ფერს იცვლის. მე, შენ და შემოდგომა, ეს ყველაფერი ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისია. შემიძლია ვიარო მთელი დღე, დავიქანცო ისე, რომ აღარაფრის თავი არ მქონდეს, თუმცა შენ ის ხარ ვისაც უარს ვერ ვეტყვი, შენ მომენტალურად ხსნი ყველანაირ დაღლილობას და ჩემს მოდუნებას ცდილობ. 

დღეს მძიმე დღის მერე, შენმა დანახვამ ყველაფერი დამვიწყა. იცი, მომნატრებიხარ… საკმაო დრო გასულა, მას შემდეგ, ბოლოს რომ გნახე და შეგიგრძენი, სულ არ შეცვლილხარ, ისეთი ხარ, როგორიც მახსოვდი…

ადამიანი ფიქრებსა და საქმეში ისეა ხილმე გართული, რომ ავიწყდება ყველა და ყველაფერი, მაგრამ მას აქვს უნარი დანახვისას გაიხსენოს ყველაფერი იმის შესახებ, რაც შენთანაა დაკავშირებული. ყველაფრისგან დაღლილი შენთან პოულობს შვებას, შენთან და შენით ახერხებს დასვენებასა და განტვირთვას. კარგია რომ ამისთვის ყოველთვის მზად ხარ.

დღეს კვლავ შევხვდით ერთმანეთს, ცდუნებას ახლაც ვერ გავუძელი და შენს ტყვეობაში აღმოვჩნდი. ხელის შეხება და ყველა იმ მომენტის გახსენება, რაც შენთან მაკავშირებდა ერთი იყო. უცებ გამეღიმა და თავი ბედნიერად ვიგრძენი, ერთადერთი რასაც წუხილით ვიხსენებ, შენთვის ნათქვამი ის არებია, რომელიც ალბათ არ უნდა მეთქვა…

მუსიკების ხმა, ხალხი ცეკვავს, ზოგიც მელოდიას ღიღინებს, მე კი გიყურებ და ვხვდები, რომ ჩემი მონატრება იმაზე დიდია, ვიდრე შენი დანახვისას მეგონა. ჰო, მონატრება, მონატრება… გიყურებ და თვალს ვერ გწყვეტ, მერე გიახლოვდები ხელს გკიდებ და ვცდილობ, ჩემსკენ მოგიზიო, მე ხომ ასე არ ვიქცევი ხოლმე, მე ხომ ასეთი არ ვარ! მაგრამ, ეს მონატრების ბრალია, იმ დროის, რომელიც შენს გარეშე გავატარე. გიახლოვდები, ნელ-ნელა სახით შენსკენ ვიხრები, ტუჩებს გიახლოებ, ერთი შეხებაც საკმარისია, რომ გაგიხსენო. მერე შენი გემოს შეგრძნებას ვცდილობ, ყელში წყალივით გადაგიშვებ და შენც უცებ ჩააგრილებ, როგორც ცივი წყარო, მწყურვალე ირმის ყელს.  ცხელი დღები შენით გრილდება, ოჰ რა კაია ცივი ლუდი. მე, შენ და წელიწადის ნებისმიერი დრო…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s