ნეტა დიდი ვიყო

შუადღეს გადასცდა, მე კი დაღლილი სახლისკენ მივდივარ და ამ დროს თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებს. ცხოვრება ხომ არც ისე მარტივია და ყოველთვის გიწევს, იფიქრო. ჰო და მეც მივდივარ და ვფიქრობ, რაზე?- ყველაფერზე რაც კი თავში მოვა, ერთი აზრიდან უცებ მეორეზე აღმოვჩნდები და ამ ფიქრებში გართული ბინას ვუახლოვდები. ახლა კი ჩემს ბინასა და ბავშვობაზე დავიწყე ფიქრი, ნაბიჯი შევანელე და ყველაფერი თვალწინ დამიდგა. წლების წინ, ჯერ კიდევ ამ ეზოში დავრბოდი, მიხაროდა სიცოცხლე და არც არაფერზე არ ვფიქრობდი. ბავშვს რა აქვს საზრუნავი, გარდა იმისა, რომ დრო თანატოლებთან ერთად თამაშში გაატაროს. სახლობანა, დაჭერობანა, ტალახებში თამაში, წრეშიბურთი, კლასობანა, რეზინობანა, ამ და სხვა ყველა მოგონებამ უცებ თავი შემახსენა. ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, ვერც კი ასწრებ გააზრებას, უცებ აღმოაჩენ, რომ გაიზარდე და ახლა სხვა რამეებზე ფიქრობ, უფრო მეტი მოგეთხოვება და მეტი პასუხისმგებლობა გაქვს საკუთარი თავის წინაშე.

13-14 წლის ასაკში უკვე ცდილობ გაზრდა დაგეტყოს, ცდილობ ცოტა დიდებს მიბაძო და მათ წრეში გაერიო, თუმცა მაინც ხვდები, რომ ჯერ კიდევ პატარა ხარ. “ნეტა დიდი ვიყო” გავიფიქრებდი ხოლმე და თავს სევდიანად გავაქნევდი, თითქოს ამით ყველაფერი მთავრდებოდა. მეტი გინდა მეტისთვის იბრძვი, მაგრამ ეს შენს ძალებს აღემატება, სწორი ნათქვამია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. დროს ვერ გაუსწრებ, ეს შეუძლებელია, ამიტომ აღარაფერი დაგრჩენია გარდა ლოდინისა.

უცებ ბავშვების ხმამ ფიქრები გაფანტა, მეც უკვე ბინასთან ვარ და მესმის, როგორ ამბობს ერთ-ერთი ბიჭი, დაახლოებით 12-13 წლის “ნეტა დიდი ვიყო” და თან ჩემსკენ გამოიხედა, ამის გაგონებაზე გამეღიმა და გვერდით ჩავუარე, ავუყევი კიბეებს და კვლავაც დავიწყე იმის გახსენება, თუ რამდენჯერ მიფიქრია დიდობაზე. ბავშვი უამრავი მიზეზიზ გამო გაიფიქრებს ხოლმე ამას, მაგრამ ეს ხომ წამიერია.

მივდივარ და ვხედავ ჩემზე უფროს ბიჭს, ისეთია, რომ შეხედავ და უცებ ოცნებებში ჩაიძირები. დაინახავ ადამიანებს, რომლებიც საინტერესოდ მსჯელობენ და გიჩნდება მათთან მისვლისა და საუბრის სურვილი. დაინახავ მოხუცს, რომელსაც მზიმე ჩანთები მიაქვს და მისი დახმარება გინდა( არ შეგიძლია, იმიტომ რომ ვერ აწევ მძიმეს, ჯერ ბავშვი ხარ). ხედავ, ყველაფერს, რაც შენს ირგვლივ ხდება და ფიქრობ, ნეტა დიდი ვიყო” შემეძლებოდა იმ ბიჭის გაცნობა, ვინც ოცნება დამაწყებინა,იმ ადამიანებთან საუბარი, ვინც საინტერსო თემებზე მსჯელობენ, იმ მოხუცის დახმარება, ვინც ჩანთებს ძლივს მიათრევს. გიჩნდება გაზრდის სურვილი და ყველაფერი იმის შეცვლის, რაც შენს გარშემო ახლა ხდება, ამ დროს კი თოთო ბავშვს ემსგავსები, ბავშვს, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ გიწევს ხშირად იფირქო და თქვა “ნეტა დიდი ვიყო”. ამით ვერაფერს ცვლი, უბრალოდ ფიქრობ და მიყვები ცხოვრების დინებას.

კარს აუჩქარებლად ვხსნი, ჯერ კიდევ ფიქრები მაქვს გამოყოლილი და რეალობასთან ბუნდოვნად ვარ დაკავშირებული. ვაღებ მაცივარს, ვსვამ ცივ წყალს და ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება. მე გავიზარდე და ახლა მინდა, რომ პატარა ვიყო…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s