jump to navigation

სევდიანი შემოდგომა 10/09/2013

Posted by ╚►lola mAiSuRaDzEe =](' 'ړ )°♥ in ისე უბრალოდ.
Tags:
add a comment

დადგა შემოდგომა და მასთან ერთად აუტანელი სიცივე… ისეთი სუსხია უკვე, სხეულის გავლით სულამდე მიაღწია. ღამე როგორც წესი მშვიდი და აუღელვებელია.ახლა კი მესმის როგორ ხმაურობს ქარი,სახლის სახურავი.მესმის როგორ შრიალებენ ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები და როგორ განიცდიან ხეები გაშიშვლებასა და ზამთრის მოახლოებას.
რა მშვენიერია ღამე,ზოგჯერ ჩუმი, ზოგჯერ კი მღელვარე როგორც ზღვა და მრავლის მთქმელი,როგორც ძაძებში გამოწყობილი და მათხოვრად ქცეული ბავშვის თვალები… ვფიქრობ ბევრს და სხეულში რაღაც სიცივეს ვგძნობ, არა უფრო სულში… გაყინული სულით დავდივართ,ვერ ვხედავთ სხვის გაჭირვებას,ვერ ვხედავთ და არ გვესმის ,რომ ციცაბო კლდეზე ვგდავართ,საიდანაც არ ვიცით როდის დაგვიცდება ფეხი.ვდგავართ და ველოდებით,ველოდებით გულხელდაკრეფილნი როდის ჩამოვარდებით, რომ ხელახლა დავიწყოთ ასვლა.ყველაფრის ახლიდან დაწყება გვირჩევნია ოღონდ კი მიმავალ გზას არ გადვაუხვიოთ.მცივა სულში და მტკივა რომ ვეღარ ვხედავ მომავლის იმედსა და რწმენას მოხუცების თვალებში… მუდამ წყლიანი მოციცმიმე თვალები ახლა უკვე უიმედოდ გამოკრთის..მათი აკანკალებული ხმა და ხელები,მგრძნობიარე და სუსტადღა მფეთქავი გული…
აი ახლაც ვფიქრობ როგორ გაგვანადგურა დროებამ.ვზრუნავთ,ვზრუნავთ მხოლოდ საკუთარ თავზე,მთავარი ხომ მხოლოდ ჩვენი კეთილდღეობაა,იმაზე კი არავინ ფიქრობს,რომ მათი ეს კეთილდღეობა და დაკუთარ თავზე ზრუნვა ხშირად სხვებს ზიანს აყენებს.რა სამწუხაროა რომ ასეთი ქვეყნის შვილებმა ერთმანეთის იმედი დავკარგეთ… ისევ სიცივე შემოიჭრა…სიცივე,რომელმაც ადამაინები უგრძნობელ არსებებად აქცია,მათი სხეულები ყინულივით ცივი გახადა,მათი სულები კი… სულები.. .მგონი… ამ სიტყვის მნიშვნელობაც დაგვავიწყდა…რაც დრო გადის მით უფრო მძიმდება ცოდვილთა სულებით დედამიწა…
სიცივე შემოიჭრა და სულში დაიბუდა…უიმედობა,ყინულად ქცეული სხეულები და მოვალეობა დაკარგული ქვეყნიერება…
06.09.13

ბავშვობა მინდა 04/12/2012

Posted by ╚►lola mAiSuRaDzEe =](' 'ړ )°♥ in ისე უბრალოდ.
add a comment

რაღაც ახალი მე სულ სხვა მინდა

თითქოს სამყაროც მომინდა სხვაგვარი.

თითქოს ყველაფერი იცვლება ახლით

და ეს ცხოვრებაც იწყება ახლად.

რაღაც ახალი და თითქოს ძველიც

მე მონატრების ფიქრებად მექცა.

რაღაც ახალს ველი,თითქოს ვეღარ ვშველი

თითქოს ეს ცხოვრება ახლად დაწყებულა.

ლამაზი?-არა! ზღაპრული მინდა

მინდა მე ისევ სამყარო ბავშვური.

უკვე გაიზარდე! ჩამესმის ახლაც

მერე რა,ნუთუ ოცნებას კრძალავთ.

მინდა ისევ ბავშვი ვიყო უდარდელი

მინდა რომ ცხოვრება იყოს კვლავ ფერადი.

ბავშვობა მინდა,მინდა ოცნებაც

მე კვლავ დაბრუნება მინდა ბავშვობაში…

მე ის წლები მინდა ოცნების რომ მჯეროდა

მჯეროდა ერთდღეს ყველაფერს ავიხდენდი.

უკვე გავიზარდე,ოცნობის აღარ მჯერა

წავალ და მოვძებნი ისევ ბავშვობისგზას…

ახალ ფეხადგმული მინდა ვიყო ისევ

დედის სიყვარულის მინდა მონა ვიყო.

მინდა დაბრუნება კვლავ იმ ძველი დროის

როცა ფერიების მჯეროდა ზღაპრულად.

მინდა რომ ვსწავლობდე ახლა ენის ადგმას

მინდა რომ პირველი ისევ ვთქვა დედა.

ზღაპრული ფერები და ოცნება მინდა

მინდა ყველაფერს ვხედავდე წმინდად.

წლები ბავშვობის გაფრინდა სწრაფად

თითქოს ვერაფრის ვერ ვნახე ძალა.

აღარც ზღაპრისმჯერა,აღარც ოცნებების

ახლა რეალობის მე მკლავს სისასტიკე…

ახლა მე ბავშვურად ვეღარ ვიყურები

მინდა თუ არ მინდა ყველაფერს ვხედავ.

თუმც გულის სიღრმეში მკარნახობს რაღაც

რომ ყველაფერი იქნება კარგად…

 

02.11.2012

დაღამდა 04/12/2012

Posted by ╚►lola mAiSuRaDzEe =](' 'ړ )°♥ in ისე უბრალოდ.
add a comment

დაღამდა,ისევ ჩამოწვა ბინდი,

დარამდა,ისევ დადუმდა ზეცა.

ფიქრთა მორევი კვლავ გაჩნდა ზრვაში

გაცურე თორემ ჩაიძირები!..

ჩამოწვა ბინდი,დაბნელდა ზეცა

თითქოს რაღაცა ავს მოასწავებს.

რაღაც საეჭვოდ დადუმდა მტკვარი

რაღაც საეჭვოდ იცვლის ცაც ფერებს.

ბინდ შერეული თენდება დილა

მაგრამ სინათლეს კვლავ ფარავს ბნელი.

ნუთუ ყველაფერს ეღება ბოლო,

ნუთუ დაეცა კვლავ კაცთა მოდგმა.

ღამეა ჩუმი,საეჭვოდ ჩუმი

თვით ბობოქარი დადუმდა მტკვარი.

ღამეა ჩუმი,საეჭვოდ ბნელი

ღამეა სწორედ მქნელი ავისა.

დაღამდა,ისევ ჩამოწვა ბინდი,

კვლავ უხმობს ზეცა სინათლის წყაროს.

ფიქრთა მორევიც გამოჩნდა ზღვაში

სიცოცხლე თუ გსურს,გაცურე მაშინ!…

 

30.10.12

02:00

მე ყველაფერი მიყვარს ქართული 04/12/2012

Posted by ╚►lola mAiSuRaDzEe =](' 'ړ )°♥ in სამშობლო.
Tags:
add a comment

რა გინდოდაო მეტყვიან ალბათ,

რისთვის წერდიო შენ ასეთ ლექსებს.

მე,მე არაფერი მე თქვენთვის ვწერდი

მინდოდა გეგრძნოთ თქვენს ეს ყოველი.

ათასი გრძნობა, ათასი ფიქრი

რად გაგვაჩნია ადამიანებს.

რამდენჯერ მიწას შევახე ხელი

რამდენჯერ თითქოს დავღვარე ცრემლიც.

ბედნიერი ვარ,თენდება დილამე

კიდევ შემწევს სიცოცხლის ძალა.

ბედნიერი ვარ,მე კიდევ შევძლებ,

რომ დავინახო ვარსკვლავნი ცაზე.

ყველაფერ ლამაზს მინდა ვეფერო,

რასაც ჯერ კიდევ სული შემორჩა.

მე ეს სამყარო მინდა შევიგრძნო

განა რამდენხანს ვიცოცხლებ კიდევ.

ყოველი რასაც ქართული ქვია

ჩემს სულში ბუდობს,ამაყობს გული.

ქართულ მიწაზე ამაყად ვდგავარ

და ამაყადვე დავიყრი გულზე…

კენჭიც კი თითქოს ჩვენ ძალას გვმატებს

თუკი ამ ქვეყნის მიწაზე ვნახავთ.

ქართული სული ტრიალებს ყველგან

ქართული სული უდგას ყველაფერს.

ტაძართან მივალ,ვემთხვევი კედლებს

თითქოს მასაც აქვს ჩადგმული სული.

ტაძარში შევალ,ვემთხვევი ხატსაც

თითქოს რაღაცამ შემმატა ძალა.

ვეთაყვანები მე ყოველ წერტილს

ვეთაყვანები ყველაფერს ქართულს.

მიყვარს ქართული ცეკვა ქალ-ვაჟის

ამ დროს ხომ ვაჟი ექცევა კრძალვით.

მიყვარს სიმღერა ქართველთა ხმების

მათ ხომ გულიდან ამღერებს ღმერთი.

მიყვარს გალობა უფლისა მიმართ

ამ დროს მშვიდდება ყოველი ირგვლივ.

ნაზად მოვკიდებ ყვავილებს მე ხელს

რომელთა სუნიც გაზაფხულს გვაჩვევს.

წყარო ანკარა წკრიალებს ნაზად

მსურს დავეწაფო მას დასალევად.

მტკვარი მღვრიეა ბობოქრობს მძაფრად

სურს რომ მომიყვეს მან ისტორია.

ყოველი რასაც ქართული ქვია

ინახავს ქართველთ ძველ ისტორიას.

ყოველი რასაც ქართული ქვია

განძია ჩვენი და გავუფრთხილდეთ.

ჩვენ წინაპრები საქები გვყავდა

მათ ხომ დაიცვეს ქართული მიწა.

რამდენის სისხლი აღარ დაღვრილა

გინდ მტერი იყოს თუნდაც ქართველის.

გაჟღენთილია გმირთა სისხლით ქართული მიწა

მიცვალებულთა საფლავებიც დაიდგა ბევრი.

ბედნიერებას თქვენ უღებთ ბოლოს

როცა არ ინდობთ ქართველი ქართველს.

ბევრი ვაჟკაცი გაზარდა დედამ,

ბევრს შეუწირავს ქვეყნისთვის თავი.

მეამაყება რომ ქართველი ვარ

და გმირთ საფლავზე გავლას რომ ვბედავ.

მე ნაზად მოვკრეფ ყვავილებს მინდვრის

და გმირთ სხეულებს დავადებ გულზე.

მიყვარს ყოველი ქართული სულის

თუნდ ტყვია იყოს ნასროლი მტრისა.

მე ქართველი ვარ,ვამაყობ ამით

მინდა ვიცნობდე ყველაფერ ქართულს.

მიწა-წყალი და ლამაზი მდელო

იყოს ზღვის პირას დაყრილი ქვებიც.

მიყვარს ქართული მე ნაგებობა

მინდა მათ კედლებს შევეხო ხელით.

მინდა მე მუდამ ვიდგე ტაძართან

მინდა რომ მუდამ თავს ასე ვხრიდე.

ყოველ კუთხეში ქართული სული

ყოველ ქართველში მებრძოლი ცოცხლობს.

მეამაყება რომ ქართველი ვარ

ქართულ მიწაზეც ამაყად ვდგავარ.

მე ყოველ დილით თვალებს რომ ვახელ

ეს იმას ნიშნავს,რომ ჯერ ადრეა,

მე ყოველ ღამით რომ მძინავს მშვიდად

ვიცი რომ არის ეს ნება უფლის.

მე ყოველ დილით ვიღვიძებ,ვდგები

თითქოს ხელახლა გავჩნდი ამქვეყნად.

მე მანამ ვნახავ ვარსკვლავებს ცაზე

უფალი სანამ ინებებს ამას.

რა გინდოდაო მეტყვიან ალბათ,

რისთვის წერდიო შენ ასეთ ლექსებს.

მე ვწერდი თქვენთვის ყველაფერს ახლად

ყველაფერს რათა გეგრძნოთ თქვენც დაღლა.

მე ვწერდი რადგან ინება ღმერთმა

მე ვწერდი თქვენთვის განკუთვნილ ფრაზებს.

არ ვიცი კიდევ რამდენხანს დავწერ,

თუმცა, კი,ვიცი, სულს სანამ დავლევ…

 

27-28.10.12.00:47

ჩემი სამყარო ხარ 19/11/2012

Posted by ╚►lola mAiSuRaDzEe =](' 'ړ )°♥ in ისე უბრალოდ, სიყვარული.
Tags:
add a comment

ჩემი სამყარო ხარ,ჩემი ყველაფერი,
ჩემთვის ეს ცხოვრება შენით დაწყებულა.
ყველაფერ ლამაზს სამყაროს შენ მატებ
და კერპად დაგსვი ჩემს სამყაროში.
მესამყაროები ამ დიდ სამყაროში,
შენ სწორედ ის ხარ ვისიც მე მჯეროდა.
მესამყაროები შენ ჩემს სამყაროში,
შენ ის ერთადერთი აზრი ხარ ამ ცხოვრების.
სამყარო დიდი,თუმცა ვერაგია,
შენ თუ რამეს შესთხოვ შენგანაც რამეს ელის.
სამყარო დიდია,ზოგჯერ კი პატარა
ჩავკიდოთ ხელები,ცხოვრებას ვეჩვევით.
ჩემი სამყარო ხარ,ჩემი ყველაფერი,
ჩემი ერთი ხარ და თან ის ერთადერთი.
ცხოვრება ხანმოკლე თუმცა ზოგჯერ მშვიდი
მოდი და გავხადოთ მღელვარი ჩვენ ორმა.
ცხოვრება ლამაზი ფერებით მოვქარგოთ,
ჩავაცვათ სულ ყველას ჭრელ-ჭრელი კაბები.
ფერად ყვევილთა იგრძნობა სურნელი
და აი ცხოვრებაც ხელახლად იწყება…

22-23.10.2012
01:45

დღეები დღეებს 19/11/2012

Posted by ╚►lola mAiSuRaDzEe =](' 'ړ )°♥ in ისე უბრალოდ.
Tags:
add a comment

მისდევდა ლამაზ დღეებს დღეები,
თვეები კვირებს კვლავ ენაცვლებოდა.
დღეს ღამე ცვლიდა,ღამეს-დღე
ეს ასე იყო,იქნება კვლავაც.
ლამაზი ფერებით ივსება დღეები,
ლამაზი დღეები თბება მზის სხივით.
ანათებს მთვარე ვარსკვლავთა შორის
ღამეს სინაზეს მატებენ კვლავაც.
დღეს კვლავაც ნაზი მოსდევდა ღამე,
ღამის სიბნელეს არღვევდა მთვარე.
ვარსკვლავთა ცქერა,ნათება მთვარის,
კვლავ შეგებება მზის ამოსვლისა.
დღეები მიდის,თვეებიც მიჰქრის,
წლები კი უცებ გარბიან სადღაც.
მე ვივლი მარად სიცოცხლით სავსე,
ცხოვრებას მინდა შევმატო რამე…

22.10.2012

ეს რეალობაა 19/11/2012

Posted by ╚►lola mAiSuRaDzEe =](' 'ړ )°♥ in ისე უბრალოდ, სამშობლო.
Tags:
add a comment

დანაშაულს კვლავ დანაშაული
მსხვერპლს კიდევ მსხვერპლი.
ყოველდღიურად გვაკლდება ერი
აი ეს არის დღეს რეალობა.
თითქოს არაო ვინმეს რომ ჰკითხო,
ეს ასე უკვე აღარ არისო.
მაშ რატომ დადის შავებში დედა,
ან ბავშვით ხელში ლამაზი ქვრივი.
დანდობა რაა ჩვენ ეს არ ვიცით,
ცოდვას ყოველდღე ცოდვას ვუმატებთ.
არ გვეცოდება ქვეყნად არავინ
აი ეს არის დღეს რელობა…
რაღაც უცნაურს რად ეფარებით,
თქვენს აზრს ხმამაღლა რატომ ვერ ამბობთ.
ნუთუ გავლენა აქვს სხვას თქვენს თავზე,
ნუთუ ვიღაცა გიბრძანებთ რამეს.
ქართველს არ უყვარს ქვეშევრდომობა,
ყოველთვის ურჩი იყო ყველასთან.
მაშ რატომ სდუმხართ,რამ დაგადუმათ
რეალობაა ეს თუ სიზმარი…
ყოველდღიურად გვესმის ფრაზები:-
უი საწყალი გარდაიცვალა,
უი ამ საწყალს გულმა უმტყუნა,
უი,საწყალი ომში მოკლესო…
რამდენი სცოდავს,რამდენი კაცს კლავს,
რამდენი ისევ ამაყად დადის.
პასუხს არ სთხოვენ,კვლავაც არ სჯიან
აი ეს არის დღეს რეალობა.
დანასაულს კვლავ დანაშაული,
კვლავ იღუპება ქართველი ერი.
ვეღარ გავიგე ახლა სადაც ვარ
დედამიწაა თუ სასაკლაო…

16.10.2012

დიალოგი 19/11/2012

Posted by ╚►lola mAiSuRaDzEe =](' 'ړ )°♥ in სიყვარული.
Tags:
add a comment

ესეც დიალოგი გოგოსა და ბიჭს შორის…

ბ.-როგორ ლამაზად ქარგავს დღეებს ცა,
და რა ლამაზად ამობრწყინდა მზე.
მე შენ მიყვარხარ გრძნობაზე მეტად,
მე შენში ვნახე ხატება ქალის.
გ.- მიყვარდი,მაგრამ გადაგიყვარე,
ნუთუ არ გახსოვს,შენ არ მიკადრე,
შენზე ფიქრებით ვებრძოდი ღამეს,
შენზე ფიქრებში მათენდებოდა.
ბ.- მე შენ მიყვარხარ,რატომ არ გესმის,
შენზე ფიქრები მე არ მტოვებენ.
მე შენ მჭირდები როგორც არასდროს,
მე შენ მჭირდები რომ ვიარსებო.
გ.- მეც მჭირდებოდი გახსოვს შენ ერთდროს,
მაგრამ შჶნთვის ეს სულერთი იყო.
ვიტანჯე მაგრამ შჶვძელი მაინც,
მიყვარდი,მაგრამ გადაგიყვარე.
ბ.- როგორ შეძელი,იქნებ მასწავლო,
იქნებ მეც შევძლო,გადაგიყვარო.
მაგრამ არ მინდა,მე ეს არ მინდა
არ მინდა რომ შენ გადაგიყვარო.
ლამაზი გრძნობა სიყვარულია,
ის მე მავიწყებს სხვა ყოველივეს.
როგორ ძლიერად მიყვარხარ იცი,
მე კი არ მინდა ეს რომ დამთავრდეს.
გ.- იცი,ცხოვრება მალე მთავრდება,
გადამიყვარე,სხვა შეიყვარე.
გამოიყენე ცხოვრების შანსი
მიდი შეძელი გადამიყვარე.
ბ.- რა იოლია სიტყვით ამის თქმა
და რა მარტივად ამბობ შენ ამას.
შენც ხომ გიყვარდი,ჩემი ხომ გესმის
დაფიქრდი იქნებ კიდევ გიყვარვარ.
გ.- მიყვარდი ერთდროს,მიყვარდი ძლიერ,
მიყვარდი,მაგრამ გადაგიყვარე.
ადვილად?!-არა ეს ძნელი იყო,
მაგრამ შევძელი,გადაგიყვარე.
ბ.- მე მეყვარები შენ უსასრულოდ,
დაუსრულებლივ ვიფიქრებ შენზე.
და თუ ოდესმე კვლავ შეგიყვარდი,
მოდი მე მარად დაგელოდები.
გ.ბ.-ცამ მოიწყინა,ტირილს აპირებს,
არ სურს ეს გრძნობა აქ რომ დამტავრდეს.
მაგრამ ცხოვრება ხომ ასეთია,
რაც კი მოხდება,ჩვენი ხვედრია.
მიყვარხარ ძლიერ,ო,როგორ ძლიერ,
ცამაც კი იგრძნო ჩემი გულის ხმა.
მიყვარხარ ცამდე და უსასრულოდ,
მიყვარხარ ზღვაზე უფრო მღელვარად.
და რა ლამაზად მთავრდება ეს დღე,
როგორ ლამაზად ანათებს კვლავ მზე.
მიყვარდი მაშინ,მიყვარხარ ახლაც,
მოდი ერთმანეთს ნუ მივატოვებთ…

13.10.2012

აღარ მჯერა 19/11/2012

Posted by ╚►lola mAiSuRaDzEe =](' 'ړ )°♥ in ისე უბრალოდ.
add a comment

მე აღარ მჯერა უკვე არაფრის,
ვიცი ცხოვრება ჩაბარდა წარსულს.
უკვე არაფერს აღარ აქვს აზრი
და ცხოვრებამაც დაკარგა ფასი.
სირცხვილი?-ვიღას ახსოვს გრძნობაა რისი,
ისიც არ ახსოვთ რომ ნამუსი ჰქონდათ ოდესღაც.
ყველა უსირცხვოდ დააბიჯებს ისევ ამაყად,
ის არ იციან რომ ცხოვრება გათელავს მათაც.

12-13.10.2012

საუბარი სიკვდილთან 12/10/2012

Posted by ╚►lola mAiSuRaDzEe =](' 'ړ )°♥ in ისე უბრალოდ.
Tags:
add a comment

მივდივარ,მაგრამ არ ვიცი საით,

მივდივარ,მაგრამ არ ვიცი რას ვგრძნობ.

გამოდი,მნახე არ გაგიკვირდეს,

მე რა ლამაზად ვქარგავ ყვავილებს.

ზეცა მაღალი ხედავს ყველაფერს,

ზეცა მაღალი მინათებს ბნელ გზას.

დაე ვიარო, მე მხოლოდ ამ გზით,

ვიარო მარად უკვდავებისკენ.

მე რა მინდოდა არ ვიცი დღემდე,

ან რას ვხედავდი მოწმენდილ ცაზე.

ვარსკვლავთა ფერი როგორ კიაფობს,

და რა ლამაზად მატებენ ცას ფერს.

მე ვივლი კენტად,სრულიად მარტო,

ვიცი,რომ ღმერთი იქნება ჩემთან.

მე ვიცი როგორ მჭირდება შველა,

ვიცი,რომ ღმერთი არ მიმატოვებს.

შემეშვით ყველა უნდა დავწერო

ჩემი ფიქრები გავანდო ფურცლებს.

გამიშვით ყველამ მე ზეცა მიხმობს,

სურთ მოისმინონ ხმა მგალობელის.

ძლიერი გრძნობა ძლიერ მიტაცებს,

მე მიმაქროლებს ის უსასრულოდ.

და ემოციებს რომ ვერ დავიტევ

უფალს ხმამაღლა შველას შევყვირებ:-

მომეცი ძალა,შევძლო ბოლომდე,

მე რომ დავიცვა შექმნილი ჩემი.

მომეცი ძალა,ამაყად შევძლო

რომ წავიკითხო ლექსები ჩემი.

ეს ყოველივე წამია ერთი,

ყველაფერს თითქოს ეცვლება ფერი.

თითქოს ცხოვრება კარგავს თავის ფერს,

ხუნდება,ქრება ის უსასრულოდ.

ეჰ რამდენი რამ იცვლება წამში,

და რამდენი რამ კარგავს ზმანებას.

მე ხელებს გავშლი,ვიტყვი სათქმელსაც,

ვიტყვი,ხმამაღლა ცხოვრების ნაკლსაც.

შემეშვით ყველა,ცხოვრებას ვებრძვი,

მაცადეთ ვნახო ღირს კი ის ამად?!..

ცხოვრება ერთი დიდი თეატრი,

გაწყობილია მსახიობებით.

და მე რამდენჯერ გამიფირია,

იქნებ ცხოვრება აქვე მთავრდება.

იქნებ აღარ ღირს მეტი რომ ვნახო

იქნებ რაც ვნახე საკმარისია…

ზეცა მეძახის,მიხმობს მარადის,

ჩემგან მოითხოვს ხელებს აპყრობილს.

და მაინც რმდენს,რამდენს გავუძლებ,

სადამდე შევძლებ ცხოვრებას ასე.

არა აღარ მსურს მე მეტის ხილვა,

ვნახე ტანჯვაც და ტკბილი ზმანებაც.

მე ყველაფერი თუკი მინახავს,

მაშ რატომ ვსუნთქავ ასე თამამად.

გავძელი,ვძლებ და გავძლებ მარადის

თუკი უფლებას დამრთავს უფალი.

ვიბრძვი მე ომში ამ ცხოვრებასთან

ვცდი და ვინ იცის იქნებ მოვიგო.

მე იმედები მეძლევა რისი,

ან რის უფლებას მრთავენ ვინ იცის.

იქნებ მიყურებს ზეცა და ელის

როდის დავუშვებ შეცდომას მე დიდს.

მელოდე,დაე მელოდო დიდხანს,

მე არ დავუშვებ შეცდომას განძრახ!

უფალი მარად მე გვერდში მიდგას,

ჟამს გასაჭირის,ის არ დამტოვებს.

ცხოვრებას ვიწყებ მეორე მხრიდან

აქეთ სულ სხვაა ყოველი ალბათ.

მაცადე ვნახო და განვიცადო,

იქნებ მომწონს და არ მსურს დათმობა.

დაგითმე ბევრი და ახლაც გითმობ

ამდენხანს შენთან მე რომ ვსაუბრობ.

წადი,მომეცი თავისუფლება

ცხოვრებით ტკბობა მჭირდება ახლა…

არა არ დავთმობ,არ დაგნებდები,

მე არ მოვკვდები კიდევ კარგახანს.

თუკი უფალი ნებასაც დამრთავს,

მე კიდევ დიდხანს დავწერ სტროფებსაც.

გაივლი, ნახავ ყველგან ბანერებს,

ნახავ თუ როგორ ხარობს სულ ყველა.

წადი,ხომ ხედავ შენი ადგილი

აქ აღარ არის და არც იქნება.

ცხოვრების ერთი ტური დავხურე

და ახლა უკვე მეორეზე ვარ.

მაცადე ,ახლა ახალგაზრდა ვარ,

ახლა დამინდე,სიბერე წინ მაქვს.

დღეს ბედნიერად ვგრძნობ თავს რატომღაც,

მაცადე,დავტკბე ამ დღით ბოლომდე.

ვინ იცის იქნებ ხვალაც ეს მელის,

ხვალინდელი დღით მაცადე ტკბობა.

ვტკბები დღეებით,თუნდაც წამებით,

ვინ იცის კიდევ როდემდე გასტანს.

მებრძვის ის,მაგრამ ვიცი რომ ახლა

უფალი მიცავს,ვერ დამამარცხებს…

 

10.10.12წელი