ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

წადი შორს

ახლა კი დროა თხოვნით მოგმართო,

წადი,შორს წადი,ნუღარ მაწამებ.

იქნებ შორს ყოფნამ მომცეს მე ძალა,

და შევძლო შენი გულიდან წაშლა.

წახვედი?-გულმა სიშორე იგრძნო

და ხშირად იწყო ფეთქვა.

არმინდა,არა მე უშენობა,

ვერ უძლებს გული დღეს უშენობას,

და ვერც სიშორეს გაუძლო შენსას.

ვერ შეძლო შენი მან დავიწყება,

და სამუდამოდ გულიდან წაშლა.

მაგრამ წასვლა სჯობს,ასე ყოფნას

ვიცი,ვგრძნობ ამას.

ვგრძნობ,ვერც სიშორე,ვერც

ახლოს ყოფნა,ვეღარ მაჩერებს.

გულმა იფეთქოს თავისუფლად,

როგორც მას უნდა,

შენს სიყვარულსაც შეელევა

ალბათ ოდესმე!..

23.08.2010წელი

May 24, 2011 Posted by | სიყვარული | | 1 Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.