ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

ცხოვრების აზრი

ეს წელი ისე სწრაფად გავიდა,

ვერ მოვასწარი მე,ვერაფრის თქმა.

ზოგჯერ მეგონა რომ მოვკვდებოდი,

ზოგჯერ სიცოცხლე მენატრებოდა.

ცხოვრებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს,

თუ გილამაზებს სიცოცხლეს ვინმე.

თუ კი ღიმილის მიზეზი შენ გაქვს,

თუ კი თვალებშიც გიყურებს ვინმე.

მე რომ თვალებში შემოგხედე მაშინ,პირველად,

ყოველდღჶ მინდა რომ ეს წამი მეორდებოდეს.

როცა,თვალებში გიყურებ მჯერა,

რომ სწორედ ახლა,მიღირს სიცოცხლე.

მე ყოველ დილით მაღვიძებენ ფიქრები შჶნზე,

და მახსენებენ,რომ ცხოვრების მე მაქვს მიზეზი.

დღეს ყველამ იცის,რომ სიცოცხლე გავცვალე შენზე,

და ახლა უკვე ცოცხალ-მკვდარი დავდივარ გზებზე…

17.12.2011წელი

April 12, 2012 Posted by | ისე უბრალოდ | | Leave a Comment

ცხოვრება

თუკი ოდესმე ოცნებას შეძლებ,

მაშ,იოცნებე რაიმე კარგზე.

ოცნება მოდის,ოცნება მიდის,

და ეს ცხოვრებაც უკველოდ მიჰქრის.

ცხოვრება მიჰქრის,როგორც ვაგონი,

მერე ვინ იცის,სად გაჩერდება.

ვინ იცის იქნებ არც კი გაჩერდეს,

და ეს ცხოვრება უკვალოდ გაქრეს.

ვინ იცის იქნებ,სულ ცოტა ხანში,

ჩვენც მოგვიწიოს სადმე შორს წასვლა,

ვინ იცის,უკან დავბრუნდებით კი?

ცხოვრება მიჰქრის,როგორც ვაგონი,

მერე ვინ იცის,სად გაჩერდება.

ვინ იცის იქნებ,არც კი ჩერდება

და ეს ცხოვრება ჩვენგან შორს მიდის.

ცხოვრება არის ო,ოგორ მწარე,

არც კი გიბრალებს სულს ისე გტაცებს.

ცხოვრება მიჰქრის ო,როგორ ჩქარე,

დაუფიქრებლად სიცოცხლეს გართმევს.

06.08.2010წელი

May 24, 2011 Posted by | ისე უბრალოდ | | Leave a Comment

ვედრება

შენ ხარ ნამდვილი,ქართველი კაცი,

რომ შენს ქვეყანას გვერდში უდგახარ,

თავს დაცულად გრძნობ სამშობლოს გვერდით,

უიმისოდ კი ერთ დღესაც ვერ ძლებ.

შენ შენს ქვეყანას არ მოშორდები მთელი ცხოვრება,

შენ გიჭირს სამშობლოსგან შორს,მარტოდ ცხოვრება.

და თუ ოდესმე სამშობლოსგან შორს,შენ აღმოჩნდები,

შენი ფიქრი და საწადელია: ოღონდ როგორმე უკან დაბრუნდე.

და ღმერთს მიმართავ გაშლილი ხელით,

უფალო ღმერთო,როგორ დავბრუნდე მე სამშობლოში?!

მე მხოლოდ ერთს გთხოვ დამაბრუნე ჩემს სამშობლოში,

რადგან უმისოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს.

07.08.09წელი

May 6, 2011 Posted by | ისე უბრალოდ, სამშობლო | , , | Leave a Comment

სიზმარი

ნათლით მოსილი გემი მესიზმრა,

და მას ეწერა წამოდი ჩემთან!

უცებ ჩამესმა ყურში რაღაც ხმა,

შენ ხარ რჩეული,ჩემი რჩეული.

მინდა რომ ჩემთან შენ წამოხვიდე

და იქ ისწავლო ცხოვრების წესი,

წესი,რომელიც არ არსებობს დედამიწაზე,

და ხალხი ცხოვრობს როგორც მათ უნდათ.

მათთვის კანონი აღარ არსებობს,

იმას სჩადიან რაც მოუნდებათ.

და თუ გადაწყვეტ გემში ჩაჯდომას,

შენ დაადგები,გზას სამოთხისკენ.

თუ კი გაყვები ამ გზას ბოლომდე,

იქ შეისწავლი ცხოვრების წესებს,

იმას თუ რისთვის გავჩნდით ამქვეყნად,

და თუ რა არის დღეს ჩვენი ვალი.

გემში ჩაჯდომას,შენ არ ინანებ,

მოდი,გაბედე  გამომყევი და

მე დაგიცავ ბოროტისაგან.

შენ თუ შეძელი და ბოროტს სძლიე,

მაშინ იქნები,მორწმუნე კაცი.

ლოლა მაისურაძე

07.08.09წელი

May 6, 2011 Posted by | ისე უბრალოდ | , | Leave a Comment

* * *

ჩვენი ცხოვრება მუდამ სიურპრიზს,

მუდამ განსაცდელს გვიწყობს.

და დგება ის დრო,არჩევანის დრო,

რომ ავირჩიოთ ჩვენ გზა.

(ეს გზა ორია:გზა დიდებისკენ,გზა ბოროტისკენ)

ეს გზა სავალი,ორად იყოფა,

დიდებისკენ და ბოროტებისკენ.

და თუ ავირჩევთ გზას დიდებისკენ,

გავივლით ნათელ ბილიკს.

ვივლით და ვივლით ჩვენ ამ ბილიკით,

ვივლით და მივალთ ღმერთთან.

ღმერთთან რომელმაც ჩვენთვის,

სისხლი დაღვარა ბევრი.

ჩვენთვის გაწირა თავი

და ცოდვებისგან გვიხსნა.

ლოლა მაისურაძე

06.08.09წელი.

May 5, 2011 Posted by | ისე უბრალოდ | | 2 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.