ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

* * *

მე დღეს ძლიერ რომ მტკივა ეს გული,

მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია,

მხოლოდ და მხოლოდ შენ იცი კარგო,

როგორ უშველო ამ გულს დარდიანს.

დღეს ჩემი გული უკვე მკვდარია,

უაზრო ფიქრებს აზრი აღარ აქვს,

შენ,ვიცი კარგო უკვე სხვა გიყვარს,

გულში აღარ გაქვს ჩემთვის ადგილი.

არ დაინანო სიტყვები თბილი,

თუ გსურს რომ გული სევ გაცოცხლდეს.

ისევ დაიწყებს ის შენთვის ძგერას,

მხოლოდ და მხოლოდ შენთვის სიცოცხლეს.

შენ იცი როგორ დაამშვიდო,ეს ჩემი გული,

შენ მოუშუშებ დარდს და ვაებას,

შენს დანახვაზე რომ აჩქარდება,

ისევ მხოლოდ შენ თუ დაამშვიდებ.

24.09.09წელი

May 6, 2011 Posted by | სიყვარული | , , | Leave a Comment

ყოველდღე

ყოველდღე სიყვარულზე ვკითხულობ ლექსებს,

ყოველდღე ცრემლით მევსება თვალები.

ლექსებს ვკითხულობ და თან ეს გული

კვლავაც მევსება ძლიერი სევდით…

ლექსებს ვკითხულობ და,ეს ფიქრები

შენით იწყება,მხოლოდ და მხოლოდ.

28.01.2010წ

March 6, 2011 Posted by | სიყვარული | , | Leave a Comment

ფიქრი

შენ თუ დღეს მხოლოდ იმაზე ფიქრობ,

რაზეც აქამდე არ გიფიქრია,

მაშინ ეცადე ის დაივიწყო,

რაც კი წარსულის ნაკვალევია…

04.01.2010წ.

March 6, 2011 Posted by | სიყვარული | | Leave a Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.