უკვდავებისკენ
ვგრძნობ,რომ მივდივარ დიდი სისწრაფით,
ისევე როგორც,ქარი ქრის ხოლმე.
დროის შეგრძნება დავკარგე თითქოს,
და მოვწყდი უცებ მე რეალობას.
ჩამესმის ბუნდოვნად მე შენი ძახილი,
მაგრამ დრო მიჰქქრის როგორც მერენი.
მე ვერ ვაჩერებ,დიდი სისწრაფით,
მიჰქრის, მივყავარ უკვდავებისკენ.
მე ეს ცხოვრება დავლიე რაში,
თუ არა თასით,სასმელის სმაში.
მე შევსვი ღვინო შენი სახელით,
შევსვი რომ კიდევ მეხსენე ხალხთან.
უცებ წავიდა,დრო და ცხოვრებაც,
უცებ ჩამიქრა მეც გულში ცეცხლი.
ცხოვრება გაქრა თან ისე თითქოს,
არც არასოდეს,ის არ ყოფილა.
ვგრძნობ,რომ მივიწევ მე ღრუბლებისკენ,
ვგრძნობ,ვერ ვაჩერებ მიმავალ წამებს.
მე უგზო უკვლოდ დაკარგული შენ დაგიძახებ,
მაგრამ არ ვიცი,მოაღწევს კი ეს ხმა შენამდე…
14.02.2011წელი
-
Archives
- May 2012 (3)
- April 2012 (15)
- February 2012 (7)
- January 2012 (4)
- December 2011 (3)
- August 2011 (19)
- July 2011 (2)
- June 2011 (8)
- May 2011 (18)
- March 2011 (13)
- November 2010 (1)
- July 2010 (6)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS



