ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

ეს ყველაფერი სიზმარია

უკვე ღამეა,მეც ვხუჭავ თვალებს,
და წარმოვიდგენ ნათლად შენს სახეს.
იღიმი,თითქოს ჩემთვის იღიმი,
თითქოს გრძნობ,რომ ახლა მე შენ გხედავ.
უცებ ვეთიშები სამყაროს,
უცებ თვალებს ვხუჭავ თითქოს,
დროც ისე სწრაფად გადის,
ვერც კი ვგებულობ,თენდება როდის.
სიზმარია და გეძახი მარად,
ცხადში ვერ ვბედავ ამას.
მაშინებს რეაქცია შენი,
მაშინებს სიმართლის თქმა შენთვის.
ვგრძნობ,რომ მე ვიღებ კალამს,
ვგრძნობ რომ შენზე ვწერ ახლაც.
მარად შენ გიძღვნი ლექსებს,
რადგან შენ ჰპოვე ჩემში-
ლექსების წერის ნიჭი.
შენით ვისწავლე მხოლოდ,
არ უნდა ვენდო ყველას.
მე ვენდე მხოლოდ კალამს,
კალამი კიდევ ფურცელს.
გადმოვეცი რა,- შენზე ფიქრის ზღვა.
როგორც გედი ზღვაში
თავს ასე ვგრძნობ ახლა.
ხელში მიჭირავს პასტა,
და სტრიქონებს ვწერ ახლა.
ეს ყველაფერი სიზმარია,
სიზმარში ვოცნებობ შენზე,
ცხადში გაქცევას ვცდილობ.
მითხარი როგორ შევძლო,
რომ არ ვიფიქრო შენზე.
ცხოვრება როგორ მიქრის,
უკან მოხედვა არც სურს.
გადაიარა კლდე და,
გაუჩინარდა სადღაც.
თითქოს ასეა შენზეც,
შენც გაქრი უცებ სადღაც.

                                                                                      2011წელი

August 7, 2011 Posted by | ისე უბრალოდ | | Leave a Comment

სიზმარი

ნათლით მოსილი გემი მესიზმრა,

და მას ეწერა წამოდი ჩემთან!

უცებ ჩამესმა ყურში რაღაც ხმა,

შენ ხარ რჩეული,ჩემი რჩეული.

მინდა რომ ჩემთან შენ წამოხვიდე

და იქ ისწავლო ცხოვრების წესი,

წესი,რომელიც არ არსებობს დედამიწაზე,

და ხალხი ცხოვრობს როგორც მათ უნდათ.

მათთვის კანონი აღარ არსებობს,

იმას სჩადიან რაც მოუნდებათ.

და თუ გადაწყვეტ გემში ჩაჯდომას,

შენ დაადგები,გზას სამოთხისკენ.

თუ კი გაყვები ამ გზას ბოლომდე,

იქ შეისწავლი ცხოვრების წესებს,

იმას თუ რისთვის გავჩნდით ამქვეყნად,

და თუ რა არის დღეს ჩვენი ვალი.

გემში ჩაჯდომას,შენ არ ინანებ,

მოდი,გაბედე  გამომყევი და

მე დაგიცავ ბოროტისაგან.

შენ თუ შეძელი და ბოროტს სძლიე,

მაშინ იქნები,მორწმუნე კაცი.

ლოლა მაისურაძე

07.08.09წელი

May 6, 2011 Posted by | ისე უბრალოდ | , | Leave a Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.