ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

პირველი სიყვარული

მე სიყვარული განვიცადე შენდამი მალვით,

მაგრამ რა მომცა სიყვარულმა მე ტანჯვის მეტი.

ხალხი ამბობს რომ,სიყვარული პირველი სხვაა,

სიხარული და ბედნიერება არის ის თავად,

მაგრამ ცდებიან,მწარედ ცდებიან…

მე სიყვარული რომ მეწვია ქვეყნად პირველი,

ის არ ყოფილა,მშვენიერი და არც ლამაზი,

ის მხოლოდ სავსე იყო ცრემლებით.

ამის გამოა,რომ მეშინია მე სიყვარულის,

აღარ მსურს,შევიყვარო მეორედ ვინმე,

მე სიყვარულის მეშინია ალბათ ისე რომ,

თვით სიკვდილსაც არ ვუსინდები ასე ძლიერად.

მე სიყვარული განვიცადე შენდამი მალვით,

მაგრამ რა მომცა სიყვარულმა მე ტანჯვის მეტი,

ქვეყნად არავის გაუგია გრძნობები ჩემი,

მხოლოდ მე ერთი მარტოობას დავუმეგობრდი.

24.08.2010წელი

June 8, 2011 Posted by | სიყვარული | | Leave a Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.