ზღვა ოცნებების
მე მხოლოდ შენთვის შემიძლია ვწერო ლექსები,
დაუსრულებლივ,შემიძლია ვიფიქრო შენზე.
ნეტავი ვინ ხარ,ან მე რას მერჩი,
რად ამირიე ფიქრები ჩემი.
მომწყვიტე უცებ მე რეალობას,
და ოცნებების ზღვაში ჩამაგდე.
მე ვიძირები თითქოს ზღვის ფსკერზე,
მაგრამ,ზღვის ტალღებს,არ მსურს დავნებდე.
ვგრძნობ რომ ვმარცხდები,-არ ვაღიარებ,
ამაყად დამაქვსმაინც ეს გრძნობა.
სიცარიელეს ვგრძნობ მე სულისას,
სიცარიელე მფიტავს რატომრაც.
ვგრძნობ,რომ აღარ ვარ,ის ვინც ვიყავი,
ვგრძნობ,რომ ამ გრძნობამ ზღვაში ჩამძირა…
18.10.2011წელი
ოცნება
ამოეფარა ღრუბლებს ოცნება,
და ჩუმად გაქრა,როგორც წყლის წვეთი.
მე არასოდეს არ მითქვამს შენთვის,
– როგორ მიყვარდი.
მიყვარდი და თითქოს ვგრძნობ
რომ მიყვარხარ ახლაც.
მაგრამ მერე რა,ვის არ მოსვლია,
ვისი სიყვარული არ გაუთელავთ,
– ფეხქვეშ თამამად.
მე ვიცი,-ლანდი შენი იქცა აჩრდილად,
დამყვება მუდამ,და არ მიშვებს
– არსად თამამად.
მე არ მეგონა რომ ცხოვრება
– რთულია ასე.
მე ხომ ღრუბლებში დავფრინავდი
– ჩემი ოცნებით.
მაგრამ დრო არის,მოვსწყდე მე ღრუბლებს,
და რეალობას თამამად შევხვდე.
დროა ვისწავლო ამ ცხოვრების
- თამაშის წესი,
და თუ დავმარცხდი,ღირსეულად
მოვკვდები მაინც
07.03.2011წელი
ისევ
მე ისევ ავიღებ ხელში კალამს,
და ლექსად დავწერ ჩემს ფანტაზიას.
ფანტაზია კი მხოლოდ შენა ხარ,
შენ,შთაგონების წყარო ხარ ჩემი,
წყარო,რომლითაც მე ვიკლავ წყურვილს.
უკვე მერამდენედ გახსენე,
უკვე მერამდენედ მოგიხმე,
ალბათ ტყუილად ვირჯები,
და,ჩემი ხმა შენამდე არც მოდის.
ვინ იცის,იქნებ არ გინდა
გაიგო ძახილი,ან -ვისი.
ვინ არის,ვინ მიხმობს,ან რისთვის,
კითხვები ტრიალებს შენს თავში.
მეძახი?გამოჩნდი ვინა ხარ,
იქნება გიცნობ და მიყვარხარ,
ან იქნებ საერთოდ არ ვიცი,
ვინა ხარ,რა გქვია,ან რა გსურს.
მითხარი იქნება მეც ვიგრძნო,
ის,რასაც შენ ახლა გრძნობ.
ძნელია ლოდინი ოცნების,
რომ ელი ახდება,ის კი არ ხდება.
ოცნებამ ყოველთვის ეს იცის,
გაფიქრებს,მაგრამ არ სრულდება.
იქნებ ასრულდეს ვინ იცის,
და ერთად ვიყოთ ოდესმე.
გავუძლოთ ყველაფერს ბოლომდე,
ვიბრძოლოთ,ჩვენ ორმა ბედისთვის.
24.02.2011წელი
*` ლამაზი ოცნება `*
ოცნება…რამდენად გრმად შეიძლება შეგიტყუოს ამ ერთი შეხედვით უბრალო სიტყვამ???ოცნება რეალობას საერთოდ არ ჰგავს,ის წუთიერად გვაშორებს რეალობას,და სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდებით ხოლმე.დარწმუნებული ვარ რომ ოცნება ყველას უყვარს,კარგია როცა ოცნებობ და ცხოვრებას სხვა თვალით უყურებ…
გიხარია…
ოცნებობ…
ცდილობ დაივიწყო ყველაფერი ამქვეყნიური და იმ უდარდელი ცხოვრებით გსურს ცხოვრება…
მართლაც რა კარგია ოცნება…კარგია ოცნება მაგრამ როდესაც ღრუბლებიდან ეშვები…
ყველას აქვს ოცნება და ცემი ოცნებაა ყველას აუსრულდეს ეს ოცნება…
-
Archives
- May 2012 (3)
- April 2012 (15)
- February 2012 (7)
- January 2012 (4)
- December 2011 (3)
- August 2011 (19)
- July 2011 (2)
- June 2011 (8)
- May 2011 (18)
- March 2011 (13)
- November 2010 (1)
- July 2010 (6)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS




