ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

* * *

იქ სადაც მგლები ბუდობენ,

კურდღელიც ახლო მახლო იქნება.

გარეთ გამოვა ხტუნვა ხტუნვით,

და შეუდგება სტაფილოს ძებნას.

მან ის არ იცის,რა საფრთხე ელის,

ისიც არ იცის, რომ ბოლოჯერ ხტის.

რომ ბოლოჯერ სურს სტაფილოს ჭამა,

რომ ეს ჟღურტულიც მისთვის ბოლოა.

არც მე არ ვიცი დღეს თუ რა მელის,

იქნებ ბოლოჯერ ვხედავ მეც ამ წამს,

იქნებ ბოლოა ეს გამოხედვა

და თვალთაც მე, დღეს დამიბნელდება.

წინასწარ ვერვინ ვერ მოსთვლის იმას,

დღეს თუ რა ელის,ამა თუ იმ კაცს,

განგება,ხალხნო ხომ ასეთია,

რა გვინდა,არც კი დაგვეკითხება.

ჩვენ რომ შეგვეძლოს ამ ყოფის შეცვლა,

შევცვლიდით ალბათ ბედნიერებით.

2009წელი.

May 22, 2011 Posted by | ისე უბრალოდ | | Leave a Comment

მე რომ შემეძლოს

მე რომშემეძლოს ნამდვილი ხატვა,

მხოლოდ და მხოლოდ შენ დაგხატავდი,

და რომ შემეძლოს ლამაზად ქარგვა,

მხოლოდ შენს სახეს თუ მოვქარგავდი…

არ დავიღლები მე მისი ცქერით,

რადგან ვარდივით ნაზი გაქვს სახე.

მე რომ სიმღერა მაინც შემეძლოს,

ყველა სიმღერას შენზე დავწერდი.

და რომ შემეძლოს მე დიდ მწერლობა,

ყველა რომანს ხომ,შენ მოგიძღვნიდი…

ლექსების წერა ვიცი მე და თან,

ყველა მათგანი შენ მოგძღვენი…

და მე სანაცვლოდ არაფერს ვითხოვ,

არ მინდა ძალით რომ შჶმიყვარო…

ბედი რომ მქონდეს,როგორიცა ვარ,

ასე უბრალოს შემიყვარებდი…

5.11.2009წელი

ლ.მაისურაძე

March 3, 2011 Posted by | სიყვარული | | Leave a Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.