ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

ეძღვნება აჩის

ვერ ვიტან ამ თვის

ამ დღეს და ამ რიცხვს.

ვერ ვიტან,რადგან

წახვედი ჩვენგან…

ჩვენ შენი წასვლით,დაგვწყვიტე გული,

და დაგვიტოვე იარა დიდი.

იმ დღეს ყველანი შენ დაგტიროდნენ,

ყველას უკვირდა,ეს როგორ მოხდა.

დღეს უკვე ერთი წელიწადია,

რაც შენ წახვედი ამ ქვეყანიდან.

დღესაც არ მჯერა,დღესაც არ მჯერა,

აჩი,ამქვეყნად შენ რომ აღარ ხარ.

მგონია,ისევ გნახავ სულ მალე,

მგონია ისევ იქნები ჩვენთან.

მე შენ დღეს მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი:

ჩვენ შენ არასდროს არ დაგივიწყებთ,

და ჩვენს გულებში იცოცხლებ მარად!..

01.07.2010წელი

May 24, 2011 Posted by | მიძღვნილი | | 1 Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.