ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

ჩვენი შეხვედრა

გული მიგრძნობს,რომ ახლოვდება,

ალბათ დღეები ჩვენი შეხვედრის.

მაგრამ არ ვიცი რა უნდა გითხრა,

ჩვენი შეხვედრის პირველ წუთებში.

შევხვდებით ჩვენ და ალბათ დუმილი

დაისადგურებს კვლავ,ისევ ჩემში.

მაგრამ თვალები,თვალები გეტყვის

რის თქმასაც დრემდე მე დუმილს ვარჩევ.

მე გავბედავ და მხოლოდ ერთხელ,-გეტყვი ყველაფერს,

ოღონდ თვალებით,მე თვალებით გეტყვი ბევრ რამეს.

და ამის მერე ვინ იცის,კვლავ გავბედავ?-

რომ შემოგხედო,გაგისწორო თვალი თამამად.

შენი ღიმილი მე ნატვრად მექცა,

შენი ხმა არსად არ მტოვებს მარტოს.

შენი თვალებიც ისე თბილია,

ზამთარში როგორც,მზე ისე მათბობს…

20.11.2011წელი

February 3, 2012 Posted by | ისე უბრალოდ, სიყვარული | , | Leave a Comment

ზამთარი

და კვლავაც დგება დიდი ზამთარი,
ისევ იწყება ძლიერი ყინვა.
დაიწყებს თოვას და თეთრად მორთავს,
ხეებს,ბილიკებს,გზებს და მინდორებს.
ახალი წელი მოდის და ყველა,
დღეს ემზადება ამ დიდი დღისთვის.

არ ვიცი რატომ,მაგრამ პირველად,
არ მიხარია ამ დღის დადგომა.
თოვლი არ მიყვარდ სა ზამთარსაც ვერ ვეგუები,
თითქოს სიცივე სულს მიყინავს და
მარტოს მტოვებს.
მე მეშინია,რომ ამ ზამთარს ვეღარ გავუძლებ,
და მეშინია რომ არ გავყვე ბილიკს მხოლოდ წინ.

ვდგავარ მე თოვლში,ვერაფერს ვერ ვგრძნობ,
თითქოს ყინვასაც ვეღარ ვებრძვი და ვიყინები.
მსურს რომ წავიდე და გადავურჩე მე ამ წამებას,
მაგრამ საცაა საბოლოოდ იფეთქებს გული.
ნუთუ ცხოვრება ასე ხანმოკლე მე მერგო წილად,
ნუთუ მე ვეღარ მოვესწრები კიდევ ერთ ზამთარს.

21.12.2010წელი

June 23, 2011 Posted by | ისე უბრალოდ | | Leave a Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.