ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

დედი

შენ მომავლინე მე ამ ქვეყანას,
შენ მატარებდი მუცლით მე 9 თვე,
შენ დაგიძახე პირველად დედა,
როცა ავიდგი,პირველად ენა.
მე მხოლოდ შენზე ვფიქრობ,
და მხოლოდ შენზე ვდარდობ.
ღმერთს შევავედრებ სენს თავს,
და ვთხოვ გამყოფოს დიდხანს.

ვიცი,ჩვენ შევძლებთ ამას,
და ისევ ვიქნებით ერთად.
ვიცი,კვლავ ერთად წავალთ,
და გავუყვებით ჩვენ გზას.
შენ იცი როგორ მიყვარხარ დედი,
ამის მტკიცება ფურცელზე არ ღირს.
ღმერთმა ხომ იცის,რომ მე შენს გარდა,
არავინ მიყვარს,არავის ვნაღვლობ.

მე ღმერთს შევავედრებ შენს თავს,
და ვთხოვ გეცოცხლოს დიდხანს.
გეცოცხლოს დიდხანს და შეძლო,
შენ ამ ცხოვრებით ტკბობა.
მიყვარხარ დედი ძლიერ,
თანაც ყველაზე ძლიერ.

ეს სიყვარული მასულდგმულებს დიდი ხანია,
და მსურს ვიცოცხლო ბოლომდე შენით.
მე შენ მიყვარხარ,ეს იცი დედი,
და კიდევ გეტყვი:-მიყვარხარ ძლიერ!

01.03.2011წელი

August 5, 2011 Posted by | დედას | | Leave a Comment

დედა

რისთვის ზრდის ნეტავ დედა ვაჭკაცებს,
რომ გაიხაროს,-თუ რომ გამწარდეს?!
ის დაბადებით გულს გაუხარებს,
გარდაცვალებით, გულს დაუმარხავს.
შვილი,რომელმაც თავი გასწირა,
მშობელი დედა დატოვა მარტო,
ის წავიდა და,დატოვა დედა
ამ ცხოვრებასთან სრულიად მარტო.

დედას აღარ სურს უკვე სიცოცხლე,
შვილის გარეშე ის ვეღარა ძლებს.
ის მიატოვა ერთადერთ შვილმა,
და თან სამშობლო იხსნა მტერისგან.
მოენატრება და ატირდება,
გაახსენდება შვილი-გიორგი.
ჩემი-გიორგი აცხონოს ღმერთმა,
ნათელში იყოს ეს წმინდა სული…

24.02.2011წელი

August 5, 2011 Posted by | დედას | | Leave a Comment

დედას

მომენატრები და ავტირდები,

რომ დღეს უშენოდ დრო ნელა გადის.

მე მენატრება შენი ღიმილი,

და დაძახება დედის…

დიდი ხანია,რაც შენ დამტოვე

და მენატრები უკვე ძალიან,

შენ რომ წახვედი,ჩვენ ორს შორის,

კლდე აღიმართა,მწვდომარე ცასთან.

მე შენ ვერ გხედავ,რადგან კლდე არის,

საუბედუროდ გაუმჭირვალე.

მიუხედავად კლდის სიმტკიცისა,

მე ახლაც ვცდილობ,დედი შენს ნახვას.

მინდოდა მეთქვა:როგორ მჭირდები,

როგორ მაკლიხარ,ძვირფასო დედა.

მე მენატრება შენთან შეხვედრა,

და ჩახუტება გულში.

მე მინდა გთხოვო,მხოლოდ ერთი რამ,

აღარ წახვიდე,ჩემგან შორს დედი.

17.03.2010წელი

May 22, 2011 Posted by | დედას | | Leave a Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.