ნუთუ ისევ
ნუთუ ეს გული უკვე მკვდარია,
და აღარ შესწევს არაფრის ძალა.
ნუთუ აღარ სურს მას შენთვის ძგერა,
ნუთუ ლოდინმა ასე დაღალა.
ო,რამდენი დრო გასულა უკვე,
და გული მიხვდა ალბათ დროის ცვლას.
ნუთუ იმედი გადაეწურა,
ნუთუ აღარ სურს მას შენთვის ძგერა.
ვერ გამიგია,ვისთვის ან რატომ,
მე მაწერინებს ლექსებს ეს გული.
ნუთუ მას ისევ შენთვის ძგერა სურს,
ნუთუ ისევ სურს შენთვის სიცოცხლე.
23.05.2011წელი
* * *
მე დღეს ძლიერ რომ მტკივა ეს გული,
მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია,
მხოლოდ და მხოლოდ შენ იცი კარგო,
როგორ უშველო ამ გულს დარდიანს.
დღეს ჩემი გული უკვე მკვდარია,
უაზრო ფიქრებს აზრი აღარ აქვს,
შენ,ვიცი კარგო უკვე სხვა გიყვარს,
გულში აღარ გაქვს ჩემთვის ადგილი.
არ დაინანო სიტყვები თბილი,
თუ გსურს რომ გული სევ გაცოცხლდეს.
ისევ დაიწყებს ის შენთვის ძგერას,
მხოლოდ და მხოლოდ შენთვის სიცოცხლეს.
შენ იცი როგორ დაამშვიდო,ეს ჩემი გული,
შენ მოუშუშებ დარდს და ვაებას,
შენს დანახვაზე რომ აჩქარდება,
ისევ მხოლოდ შენ თუ დაამშვიდებ.
24.09.09წელი
-
Archives
- May 2012 (3)
- April 2012 (15)
- February 2012 (7)
- January 2012 (4)
- December 2011 (3)
- August 2011 (19)
- July 2011 (2)
- June 2011 (8)
- May 2011 (18)
- March 2011 (13)
- November 2010 (1)
- July 2010 (6)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS



