ყინულის ქვები
ვხედავ მთის კალთებს,მოყინულს თეთრად,
იქიდან ცვივა ქვები ყინულის.
გვევლინებიან თითქოს ღვთის რისხვად,
და გვაუწყებენ ჟამს მეორ-მოსვლის.
დედამიწაა პლანეტა ჩვენი,
ტრიალებს,თითქოს რაღაცას ებრძვის.
დედამიწაა,პლანეტა ჩვენი,
განსასვენებელი მომაკვდავ სულის.
კავკასიონი,თითქოს ცრემლებს ღვრის,
ვერ ეგუება,ჟამს მეორ-მოსვლის.
მას ენანება დასანგრევად სამყარო ღვთისა,
სადაც ცხოვრობენ ადამიანნი,-შექმნილი ღვთისა.
17.03.2012წელი
გულის ხმა
უცებ გათენდა,მზემ გაანათა,
თითქოს ჩაყლაპა მან არემარე.
თითქოს მეც რაღაც უცხო ვიგრძენი,
თითქოს მმართავდა უცხო ძალები.
მე მომეჩვენა უცხო გარემო,
და ვერ ვიცანი მე ვერც სამშობლო.
გული აღარ ძგერს იმავე ძალით,
როგორც აქამდე ყოველთვის ძგერდა.
ვეღარ გრძნობს ალბათ მე რომ წარმოვთქვამ,
გულით სამშობლოს,სულით სამყაროს.
დაეპატრონა ჩემს სულს ბოროტი,
თან სამუდამოდ,ალბათ ვინ იცის!..
ვინ იცის იქნებ დადგეს კვლავ ეს დღე,
და მე ნანატრი გულის ხმა ვიგრძნო.
06.08.2011წელი
ქართველი ერი
მარადისობის სადღეგრძელო მინდა დავლიო,მინდა დავლოცო საქართველოს ყოველი კუთხე.
მსურს მე ავიღო ხელში სასმისი,
და ვადღეგრძელო ქართველი ერი.
მაშ გაუმარჯოს ყველა ქართველს,
და გაუმარჯოს მთელს საქართველოს. მაშ გაუმარჯოს ყველა ქართველს,
ვინც კი ქვეყნისთვის სიცოცხლეს დათმობს.
ვინც კი წამითაც არ დაფიქრდება,
თავს გასწირავს და,სულს განუტევებს…
2011წელი
ჩემი სვეტიცხოველი
მე მომფენია დღეს მადლი ღვთისა,
და მე ამ ლექსით მინდა რომ მხოლოდ,
მე მოვეფერო ჩემს სვეტიცხოველს.
სვეტიცხოველი,ნაკვეთი ქვაზე,
მრავალ დროებას მოწამედ ედგა,
ბევრჯერ გაძარცვეს და დაარბიეს,
მაგრამ დღესაც დგას იგი ამაყად.
რა საქართველო იქნებოდა ნეტავ ამქვეყნად,
სვეტიცხოველი რომ არ მდგარიყო დღეს მის მიწაზე.
სვეტიცხოველი სვეტია ჩვენი,
და ის ამშვენებს, დღეს საქართველოს,
მისით ვზეიმობთ ქრისტიანობას,
საქართველოში დღეს ყველა ერთად.
და მაინც რატომ გამოირჩევა,
სვეტიცხოველი სხვა ტაძრებისგან?..
ამ კითხვაზე კი პასუხი არის!
აქ განისვენებს კვართი უფლისა.
დღეს იგი არის სიმბოლო ქვეყნის,
ერთიანობის და მშვიდობისა.
სვეტიცხოველის ტაძარში ყველამ
ერთი სანთელი ავანთოდ ერთად,
პატივი ვაგოთ წინაპართ ხსოვნას,
და ღმერთს შევთხოვოთ,ჩვენ პატიება.
და,როცა წავალთ იმქვეყნად ყველა,
ჩვენ დავშორდებით საართველოსაც.
ოჰ,როგორ ძნელი იქნება წასვლა,
და მიტოვება სვეტიცხოველის.
როგორც კი იგრძნო სვეტიცხოველმა
ჩვენი იმქვეყნად გამგზავრების დრო,
ღვარად გადმოსკდა ცრემლი წამწამებს,
დამემშვიდობა სვეტიცხოველი.
02.12.2010წელი
მთაწმინდა
მე რომ პირველად მთაწმინდაზე დავადგი ფეხი
ვერ გამოვხატავ,გრძნობა იყო ისე სხვაგვარი.
მომინდა უცებ განმარტოება,და ჩუმი ფიქრი,
არ ვიცი რატომ მე მომინდა სადმე შორს წასვლა.
ჩვენ ვიცით კარგად,რომ მთაწმინდაზედ,
ფიქრობდა მარად გალაკტიონი და
ნიკოლოზი ფიქრებით სავსე.
იქნებ ამიტომ მეც მომეძალა ფიქრი ულევი,
ან კი მთაწმინდა ყველას აფიქრებს,
ვინც კი ფეხს დადგამს უმალ მიწაზე.
ალბათ ესაა,მიზეზი ამის,
რომ მთაწმინდაზედ ფიქრდება ყველა.
ჰოი მთაწმინდავ,ფიქრით აღსავსე,
შენთან მდგომარეს მეც მეფიქრება,
არ ვიცი,გასტანს ეს დროება?!-
ან კი როდემდის.
მე რომ პირველად მთაწმინდაზედ დავადგი ფეხი,
მე გამიტაცა ფიქრმა ულევმა
როგორც ზღვის ტალღა.
მე შემომდგარი მთაწმინდაზედ,თან გადმოვყურებ,
სამებას ღამით მოციმციმეს და მოელვარეს.
და მე მერწმუნეთ რომ დაადგავთ
ფეხს მთაწმინდაზე,
ფიქრის მორევში ჩაეფლობით
ალბათ ყელამდის!
29.11.2010წელი
ვედრება
შენ ხარ ნამდვილი,ქართველი კაცი,
რომ შენს ქვეყანას გვერდში უდგახარ,
თავს დაცულად გრძნობ სამშობლოს გვერდით,
უიმისოდ კი ერთ დღესაც ვერ ძლებ.
შენ შენს ქვეყანას არ მოშორდები მთელი ცხოვრება,
შენ გიჭირს სამშობლოსგან შორს,მარტოდ ცხოვრება.
და თუ ოდესმე სამშობლოსგან შორს,შენ აღმოჩნდები,
შენი ფიქრი და საწადელია: ოღონდ როგორმე უკან დაბრუნდე.
და ღმერთს მიმართავ გაშლილი ხელით,
უფალო ღმერთო,როგორ დავბრუნდე მე სამშობლოში?!
მე მხოლოდ ერთს გთხოვ დამაბრუნე ჩემს სამშობლოში,
რადგან უმისოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს.
07.08.09წელი
ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის
ეს ლექსი ეძღვნება რაჭაში მდებარე სოფელ წედისს…მართლაც უამრავი დრო გავიდა მას შემდეგ რაც მე წედისში აღარ ვყოფილვარ და ხშირად ვიხსენებ ამას დიდი გულისტკივილით და ერთხელი როცა წედისზე ვფიქრობდი,ამ ფიქრმა ლექსი დამაწერინა,სადაც ნათლად ჩანს ჩემი გულისტკივილი…ეს ლექსი დაწერილია
19.08.09წელი
ფიქრები,რომლებიც გულიდან მოდის
მე დღეს დავწერე ლექსად
იმედი მაქვს რომ არ მიწყენენ
მხოლოდ წედისის ქებას.
მე მაქვს სოფელი,და მას სახელად წედისი ჰქვია.
მე მიყვარს მისი კარ-მიდამო და მისი მთები,
ბოლოს რომ ვნახე,თუ ვიქნებოდი ალბათ 7წლის,
მას შემდეგ მე იქ აღარ ვყოფილვარ და გული მწყდება.
წედისში დგას დიდი სახლი,მაგრამ არავინ ცხოვრობს,
და მთელ მიდამოს გადმოჰყურებს ჩემი სახლის აივანი.
მე მომენატრა აივანზე დგომა,და გარეთ ცქერა,
ახლაც მინდა იქ რომ ვიყო და ვტკბებოდე ეზოს ცქერით.
მე მენატრება ის სახლი,ეზოში მარტოდ მდგომელი,
დგას მარტოდ და ელოდება,გაზაფხულის დადგომას,
გაზაფხული დადგება და ახლა მე მელოდება,
და ამ ლოდინში უჩემოდ,9წელმა გადაიარა.
იმედი მაქვს,რომ მალე ვნახავ იმ სახლს,
რომელიც,ახლაც დგას მარტოდ,და მე მელოდება ალბათ.
ალბათ ნელ-ნელა ჩემი ნახვის იმედსაც კარგავს,
და მეშინია ეს იმედი საბოლოოდ მალე არ გაქრეს.
სწორედ ამ წუთას წედისზე ვფიქრობ,
და თან თვალიდან ცრემლი მდის შეუშრობელი…
მე მენატრება ჩემი წედისი,და იქნებ მალე ვნახო,
ჩემი სახლ-კარი,რომელიც წლებია არ მინახავს .
ჩემი სამშობლო
ესეც ჩემი ლექსიაა 22.11.2009წ.
ვინ ააყვავა ჩემი ქვეყანა,
თუ არა მეფე დიდებულებმა…
მათ ხომ გასწირეს მთელი ცხოვრება,
რომ ხალხს ეცხოვრა მსვიდ გარემოში.
სიმშვიდითა და სილამაზითა
ქვეყანა ედემს უტოლდებოდა.
არვინ არ იყო მსგავსი ქვეყნისა,
რადგან ის ჰგავდა იმ თვით ედემსა.
ჩემო სამშობლო,ჩემო სამშობლო,
ვინ არ ზრუნავდა შენს მომავალზე,
ვინ არ ზრუნავდა შვილების ბედზე
ან კიდევ ხალხის ტკბილ მომავალზე…
რამდენი ტანჯვა,რამდენი ომი,
გადაიტანე მუხლმოუყრელად.
ვის არ უნდოდა სენი მიწები ,
ხელტ რომ ჩაეგდო და ენავარდა.
ჩემო სამშობლო დიდად ტანჯულო,
შენს წარსულს ვსწავლობ და მეცოდები,
ამ ერთ პარტარა მუჭის ხელა ერს
რამდენი მტერი აღარ ჰყოლია…
ჩემო სამშობლო,შენ რომ უძლებდი,
ამდენ გასაჭირს სხვა ვინ გაუძლებს.
სხვა ვინ დადგება სენსავით მედგრად
და მტრის რისხვას ვინ არ გაექცევა?
შენს სილამაზეს კიდევ ამტკიცებს,
ამდენი მტრის ერთბაშად ყოლა…
მატ იზიდავდათ შენი ბუნება,
და ტროპიკული მცენარეები…
ჩემი ქვეყანა მშვენიერია,
ჩემი ქვეყანა ერთადერთია,
ჩემი ქვეყანა დღეს ძლიერია,
და ეს წარსულის ნაკვალევია!
-
Archives
- May 2012 (3)
- April 2012 (15)
- February 2012 (7)
- January 2012 (4)
- December 2011 (3)
- August 2011 (19)
- July 2011 (2)
- June 2011 (8)
- May 2011 (18)
- March 2011 (13)
- November 2010 (1)
- July 2010 (6)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS







