ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

თეო-ს!..

მე ოცნება ამისრულდა,
რადგან გვერდით დღეს მყავს თეო,
მე ის ღმერთმა მომივლინა,
რომ მესწავლა მეგობრობა.
თეო,მიყვარხარ იცი?!
თან სულ ყველაზე დიდზე,
დიდზე მიყვარხარ რადგან,
დიდი გული მაქვს ალბათ.
უკვე თერთმეტი წელია,
რაც ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ.
ამ წლების შემდეგ შენი ადგილი,
დაო ჩემს გულში ძლიერ გამყარდა.
მენ არ იცი როგორ მიყვარს შენში,
მე ღიმილი და სიცილი ნაზი.
მიყვარხარ დაო ეს დაიხსომე,
გახსოვდეს მარად ჩემი სიტყვები.
მე შენ ამ სიტყვებს გულით გიყვები,
და არ გეგონოს ფარსი სიტყვები.
როცა ღმერთმა მომივლინა თავი შენი,
მე მან მითხრა,გაუფრთხილდი ძლიერ!
მე ღმერთს ყოველთვის მადლობას ვეტყვი,
რომ შენი სახით,სასწაული მე მომივლინა…

06.05.2011წელი

August 27, 2011 Posted by | მეგობრობა, მიძღვნილი | | 2 Comments

SmS-ელებს

ჩემო sms-ელებო მიყვარხართ დაა თქვენს გვერდით გატარებული ის 3 დღე არასოდეს დამავიწყდება,თქვენ ჩემს გულში ხართ…….!!!!!!!

 

ეს ყველაფერი დაიწყო შარშან,

რომ დამირეკა ტელეზე ნანამ.

გვიტარდებოდა ჩვენ ტრენინგები,

ვიგებდით ახალ უამრავ რამეს.

მას შემდეგ ყველა ვქმნიდით ჩვენ ბლოგებს,

და ვწერდით იმას რაც გვიზიდავდა.

დღეს ეს კონკურსი უკვე დამთავრდა,

კონკურენტებიც აღარ ვართ ახლა.

გამარჯვებულები ჩვენ ვართ პროექტის,

sms-ელები რადგან ვართ ყველა,

შესაბამისად ყველანი ერთად

ბათუმის “ჩაო”=მ მიგვიღო ერთად.

ეს სამი დღე ყველამ,გავატარეთ ერთად,

დავმეგობრდით ყველა და ვიგიჟეთ ერთად.

ამ სამი დღის მერე,ყველანი ერთად

ვბრუნდებით ისევ,სახლებში კენტად.

ყველას გული დაგვწყდა,რომ მალე დამთავრდა,

ჩვენი ერთად ყოფნის ლამაზი დღეები.

ჩვენ გვიყვარს ნანა და გვიყვარს დოდი,

ჩვენ გვიყვარს სანდრო და გვიყვარს ლია,

და ყველას ერთად ბერდია გვიყვარს.

ამ ლექსს თქვენ გიძღვნით,ჩემო კარგებო,

თქვენ გიძღვნით რადგან,მიყვარხართ მაგრად.

sms-ელები ყველაზე მაგრები ვართ,

sms-ელები ყველაზე კარგები ვართ,

sms-ელები ყველაზე თბილები ვართ,

და რაც მთავარია,ჩვენ პირველები ვართ!

30.04.2011წელი

August 7, 2011 Posted by | მიძღვნილი | | 2 Comments

sixu-ს

ეს ლექსი ეძღვნება ნათია გაბისონიას,რომელიც ჩემი დის მეგობარი დაქალი და ამავდროულად ნათლულია რომელსაც სახელის ნაცვლად ყოველთვის  sixu-ს ეძახის…ხოდა წელს 24 აპრილს მინდოდა მისთვის ეეს პატარა საჩუქარი გამეკეთებინა და ჩემი ტკბილი სიტყვითა და თბილი გულით მიმელოცა დაბადების დღე…

მე მოგილოცავ კარგო შენ ამ დღეს,
დღეს იუბილე არის ხომ შენი.
ბედნიერი ხარ,რადგანაც ამ დღეს
წმინდა იესო ქრისტეს აღდგომას,
იუბილესთან ერთად ზეიმობ.
ქრისტე აღსდგა ჩემო კარგო,-ჭეშმარიტად!!!
მინდა გისურვო ამ ლამაზ ღამეს,
ყველა სურვილის ცხადად მოვლენა,
 მინდა გისურვო ბედნიერება
და სიყვარული,ულევი მარად.
იყავი მარად შენ ბედნიერი,
იყავი მარად შენ მხიარული,
იყავი მარად სიცოცხლით სავსე,
და მარად იყავ სახელად sixu.
მე შენ გისურვებ ყველაფერ იმას,
რასაც ვუსურვებ ჩემს საკუთარ თავს.
სულ მოკლედ გეტყვი,არ მინდა ძლიერ,
რომ გამიგრძელდეს სიტყვა სათქმელი.
გფარავდეს უფლის მადლი და ძალა,
გფარავდეს უფლის წყალობა დიდი.

24.04.2011წელი

August 7, 2011 Posted by | მიძღვნილი | | 2 Comments

ეძღვნება აჩის

ვერ ვიტან ამ თვის

ამ დღეს და ამ რიცხვს.

ვერ ვიტან,რადგან

წახვედი ჩვენგან…

ჩვენ შენი წასვლით,დაგვწყვიტე გული,

და დაგვიტოვე იარა დიდი.

იმ დღეს ყველანი შენ დაგტიროდნენ,

ყველას უკვირდა,ეს როგორ მოხდა.

დღეს უკვე ერთი წელიწადია,

რაც შენ წახვედი ამ ქვეყანიდან.

დღესაც არ მჯერა,დღესაც არ მჯერა,

აჩი,ამქვეყნად შენ რომ აღარ ხარ.

მგონია,ისევ გნახავ სულ მალე,

მგონია ისევ იქნები ჩვენთან.

მე შენ დღეს მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი:

ჩვენ შენ არასდროს არ დაგივიწყებთ,

და ჩვენს გულებში იცოცხლებ მარად!..

01.07.2010წელი

May 24, 2011 Posted by | მიძღვნილი | | 1 Comment

თამარ მეფეს

ქვეყანა ფეხზე მაშინ წამოდგა,

როდესაც მეფე იყო თამარი,

მის დროს ქვეყანა გაერთიანდა

და ყველამ ერთად სძლიეს მტრის რისხვას.

ქვეყნად ყველაზე ძლიერი მეფე,

რომელმაც შექმნა დიდი სამეფო.

სწორედ ის იყო გამარჯვებული,

ბასიანსა და შამქორის ომში.

ის იყო ქალი,მაგრამ ძლიერი,

რომელმაც შეკრა,ერთ მუშტად ერი,

მას ხალხმა ანდო მთელი ქვეყანა

და თან შეჰფიცეს მას ერთგულება.

პირველი ქალი სამეფო ტახტზე,

ეს საოცარი ფაქტია ქვეყნად.

მან დაუბრუნა მთელ საქართველოს,

თავისუფლება და თან ერთობა.

მას გვერდით ჰყავდა დავით სოსლანი,

მათ ერთად სძლიეს მტრის დიდ არმიას.

სწორედ ის ედგა სათავეშუ ქართველთა ლაშქარს,

როდესაც მტერი უკუიქცა დამარცხებული.

მისი დღეს ყველა მადლიერია,

და მას ამაყად იხსენიებენ,

რომ საქართველოს სათავეში ქალი ედგა ოდესრაც.

ეს ქალი იყო,ძალზედ ლამაზი და მშვენიერი,

ამ სილამაზის მიღმა კიდევ,ძლიერი მეფე!

26.09.2009წელი

May 21, 2011 Posted by | მიძღვნილი | | Leave a Comment

ანას

ეს ლექსი ეძღვნება ჩემს უსაყვარლეს დაქალს ანის…მიყვარს უზომოდ…(თეო არ იეჭვიანო,ხო იცი რომ შენც მიყვარხარ) :*:*

რითი დავიწყო,ან კი რა გითხრა,

თვითონაც  იცი,რომ ლამაზი ხარ.

მინდა ისეთი სიტყვები გითხრა,

როგორიც შენთვის არავის უთქვამს.

ქება და ხოტბა მინდა შეგასხა,

მინდა  რომ მუდამ ტკბილად გახსენო,

ყველაზე თბილი,ყველაზე ტკბილი,

გოგო,რომელიც სულ ყველას უყვარს.

ყველაზე ნაზი არსება ალბათ,

შენ ხარ მათ შორის ვისაც კი ვიცნობ,

შენ შეიძლება იყო პატარა,

მაგრამ სულით ხარ,ყველაზე დიდი…

25.11.2009წელი

March 6, 2011 Posted by | მიძღვნილი | | Leave a Comment

გალაკტიონს

მე მიყვარს,მხოლოდ გალაკტიონი,

და ამას ხალხნო,საჯაროდ ვამბობ!

არ მეშინია მე დღეს არაფრის,

რადგანაც მიყვარს გალაკტიონი!

გალაკტიონი ერთია ქვეყნად

და მას ვერასდროს,ვერავინ შეცვლის.

ყველამ გაიგეთ,რომ დღეს პირველი,

არის პოეტი გალაკტიონი!

ის ჩემთვის მხოლოდ ერთადერთის,

ვისი ლექსებიც ლამაზად ითქმის

არ შეიძლება ვინმემ მასძე თქვას,

რომ ის არ არის დიდი პოეტი.

გალაკტიონი თავის ლექსში წერს,

რომ ის ერთია როგორც ქვეყანა,

და,მჯერა!მჯერა!მე ამ სიტყვების,

რომ იგი მართლაც ერთადერთია…

06.10.2009წელი.

ლ.მაისურაძე…..

March 3, 2011 Posted by | მიძღვნილი | | Leave a Comment

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის

ეს ლექსი ეძღვნება რაჭაში მდებარე სოფელ წედისს…მართლაც უამრავი დრო გავიდა მას შემდეგ რაც მე წედისში აღარ ვყოფილვარ და ხშირად ვიხსენებ ამას დიდი გულისტკივილით და ერთხელი როცა წედისზე ვფიქრობდი,ამ ფიქრმა ლექსი დამაწერინა,სადაც ნათლად ჩანს ჩემი გულისტკივილი…ეს ლექსი დაწერილია
19.08.09წელი

ფიქრები,რომლებიც გულიდან მოდის

მე დღეს დავწერე ლექსად

იმედი მაქვს რომ არ მიწყენენ

მხოლოდ წედისის ქებას.

მე მაქვს სოფელი,და მას სახელად წედისი ჰქვია.

მე მიყვარს მისი კარ-მიდამო და მისი მთები,

ბოლოს რომ ვნახე,თუ ვიქნებოდი ალბათ 7წლის,

მას შემდეგ მე იქ აღარ ვყოფილვარ და გული მწყდება.

წედისში დგას დიდი სახლი,მაგრამ არავინ ცხოვრობს,

და მთელ მიდამოს გადმოჰყურებს ჩემი სახლის აივანი.

მე მომენატრა აივანზე დგომა,და გარეთ ცქერა,

ახლაც მინდა იქ რომ ვიყო და ვტკბებოდე ეზოს ცქერით.

მე მენატრება ის სახლი,ეზოში მარტოდ მდგომელი,

დგას მარტოდ და ელოდება,გაზაფხულის დადგომას,

გაზაფხული დადგება და ახლა მე მელოდება,

და ამ ლოდინში უჩემოდ,9წელმა გადაიარა.

იმედი მაქვს,რომ მალე ვნახავ იმ სახლს,

რომელიც,ახლაც დგას მარტოდ,და მე მელოდება ალბათ.

ალბათ ნელ-ნელა ჩემი ნახვის იმედსაც კარგავს,

და მეშინია ეს იმედი საბოლოოდ მალე არ გაქრეს.

სწორედ ამ წუთას წედისზე ვფიქრობ,

და თან თვალიდან ცრემლი მდის შეუშრობელი…

მე მენატრება ჩემი წედისი,და იქნებ მალე ვნახო,

ჩემი სახლ-კარი,რომელიც წლებია არ მინახავს .

November 15, 2010 Posted by | მიძღვნილი, სამშობლო | | 2 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.