ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

ცივი სამარე

სიცოცხლე გვინდა და სიკვდილს ვებრძვით,

გვსურს დავამარცხოთ ჩვენ ჯოჯოხეთი.

ცხოვრება არ გვაქვს ისეთი ტკბილი,

რომ ჩვენ ვიცხოვროთ ამაღლებულად.

და ალბათ მალე მოვა სიკვდილი,

მოვა და ჩუმად მოგვეპარება.

ჩუმად მოგვპარავს სულს სხეულიდან

და დაგვიტოვებს უძრავად სხეულს.

არ ვაპირებ, რომ დავნებდე სიკვდილს,

მე ხომ ცხოვრებას სულ ახლა ვიწყებ.

მე ხომ სიცოცხლე ახლა მჭირდება,

ახლა მჭირდება სიცოცხლით ტკბობა.

ვიცი დრო მოვა,მოვა სიკვდილიც

და დამიტოვებს სხეულს უძრავად.

ვიცი დრო მოვა,მოვა სიკვდილიც,

მაგრამ არ ვიცი,ჯერ კიდევ როდის.

მოვა სიკვდილი და ჩემ მკვდარ სხეულს

ჩაასვენებენ ალბათ ბნელეთში.

მე ამ სიბნელის მეშინია ყველაზე მეტად,

რადგან ვიცი,რომ დღის სინათლეს ვეღარ ვიხილავ.

მიწას მომაყრის მშობელი დედა,

და ატირდება ამქვეყნად ყველა.

მოირთვებიან შავ ტანსაცმელში,

და ალბათ ზეცაც მწარედ იტირებს.

დაისადგურებს ირგვლივ სიბნელე,

მეც ვეღარავინ ვერ დამინახავს.

ვერ შევეხები ახლა ვერავის,

რადგან უძრავად ვწევარ მიწაში.

თითქოს ვუყურებ მე შავთეთრ კინოს,

თითქოს ყველაფერს ვხედავ სიზმარში.

მაგრამ როდესაც ადგომას ვცდილობ,

ვგრძნობ ვერ ვერევი ჩემს უძრავ სხეულს.

უკვე საკმაოდ ბნელა და ცივა,

ძლიერ შემცივდა,ვგრძნობ ვიყინები.

ვგრძნობ რომ მე ვწევარ ცივ სამარეში,

და აღარ შემწევს არაფრის ძალა.

ცხოვრებას ყველა გააგრძელებს ჩვეული რიტმით,

გამიხსენებენ იშვიათად ალბათ ვინ იცის.

მე ამ ცხოვრებამ მომიღო ბოლო,

და მიმიყვანა სიკვდილის კართან.

დავენანები ვიცი,მხოლოდ ერთს,

დავენანები შავი მიწისთვის.

ყოველდღე ყვავილს მადებს ცივ გულზე,

ნეტავ ვინ არის,თუ არა დედა…

24.08.20011წელი

December 3, 2011 Posted by | დედას, ისე უბრალოდ | | Leave a Comment

დედი

შენ მომავლინე მე ამ ქვეყანას,
შენ მატარებდი მუცლით მე 9 თვე,
შენ დაგიძახე პირველად დედა,
როცა ავიდგი,პირველად ენა.
მე მხოლოდ შენზე ვფიქრობ,
და მხოლოდ შენზე ვდარდობ.
ღმერთს შევავედრებ სენს თავს,
და ვთხოვ გამყოფოს დიდხანს.

ვიცი,ჩვენ შევძლებთ ამას,
და ისევ ვიქნებით ერთად.
ვიცი,კვლავ ერთად წავალთ,
და გავუყვებით ჩვენ გზას.
შენ იცი როგორ მიყვარხარ დედი,
ამის მტკიცება ფურცელზე არ ღირს.
ღმერთმა ხომ იცის,რომ მე შენს გარდა,
არავინ მიყვარს,არავის ვნაღვლობ.

მე ღმერთს შევავედრებ შენს თავს,
და ვთხოვ გეცოცხლოს დიდხანს.
გეცოცხლოს დიდხანს და შეძლო,
შენ ამ ცხოვრებით ტკბობა.
მიყვარხარ დედი ძლიერ,
თანაც ყველაზე ძლიერ.

ეს სიყვარული მასულდგმულებს დიდი ხანია,
და მსურს ვიცოცხლო ბოლომდე შენით.
მე შენ მიყვარხარ,ეს იცი დედი,
და კიდევ გეტყვი:-მიყვარხარ ძლიერ!

01.03.2011წელი

August 5, 2011 Posted by | დედას | | Leave a Comment

დედა

რისთვის ზრდის ნეტავ დედა ვაჭკაცებს,
რომ გაიხაროს,-თუ რომ გამწარდეს?!
ის დაბადებით გულს გაუხარებს,
გარდაცვალებით, გულს დაუმარხავს.
შვილი,რომელმაც თავი გასწირა,
მშობელი დედა დატოვა მარტო,
ის წავიდა და,დატოვა დედა
ამ ცხოვრებასთან სრულიად მარტო.

დედას აღარ სურს უკვე სიცოცხლე,
შვილის გარეშე ის ვეღარა ძლებს.
ის მიატოვა ერთადერთ შვილმა,
და თან სამშობლო იხსნა მტერისგან.
მოენატრება და ატირდება,
გაახსენდება შვილი-გიორგი.
ჩემი-გიორგი აცხონოს ღმერთმა,
ნათელში იყოს ეს წმინდა სული…

24.02.2011წელი

August 5, 2011 Posted by | დედას | | Leave a Comment

დედას

მომენატრები და ავტირდები,

რომ დღეს უშენოდ დრო ნელა გადის.

მე მენატრება შენი ღიმილი,

და დაძახება დედის…

დიდი ხანია,რაც შენ დამტოვე

და მენატრები უკვე ძალიან,

შენ რომ წახვედი,ჩვენ ორს შორის,

კლდე აღიმართა,მწვდომარე ცასთან.

მე შენ ვერ გხედავ,რადგან კლდე არის,

საუბედუროდ გაუმჭირვალე.

მიუხედავად კლდის სიმტკიცისა,

მე ახლაც ვცდილობ,დედი შენს ნახვას.

მინდოდა მეთქვა:როგორ მჭირდები,

როგორ მაკლიხარ,ძვირფასო დედა.

მე მენატრება შენთან შეხვედრა,

და ჩახუტება გულში.

მე მინდა გთხოვო,მხოლოდ ერთი რამ,

აღარ წახვიდე,ჩემგან შორს დედი.

17.03.2010წელი

May 22, 2011 Posted by | დედას | | Leave a Comment

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.