ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

მე დუმილს ვარჩევ

მე ამ დუმილმა ბევრი რამე დამაკარგინა,

და ვგრძნობ,რომ მალე საბოლოოდ-

-მომიღებს ბოლოს.

მაგრამ რა ვუყო სიამაყე არ მაძლევს ნებას,

ეს საიდუმლო გავუმხილო,ან ვუთხრა ვინმეს.

ვხედავ,შენს ირგვლივ ტრიალებს ხალხი,

ვხედავ რომ შენზე საუბრობს ყველა.

დადუმებული ვდგევარ და ვუსმენ,

ხალხი რომ გეთრფის როგორც ღვთაებას.

ვუსმენ,რომ ამბობს ეხ ხალხი შენზე,

უამრავ,ლამაზ სიტყვებს გულწრფელად.

მე კი ვდგავარ და ვაცეცებ თვალებს,

გაქცევა მინდა და ადგილს ვეძებ…

იქნებ მირჩიო რა ვუყო გრძნობას,

გრძნობას,რომელიც ბინადრობს გულში.

მე ოცნებებში ვეძებდი შვებას,

და მარტოობას დავუმეგობრდი.

მე სიმართლის თქმას დუმილს ვარჩევ -

-დღემდე რატოღაც,

და ეს დუმილი ვგრძნობ რომ ნელ-ნელა-

-ძალასაც მართმევს.

ვგრძნობ სიამაყე მომიღებს ბოლოს,

ვგრძნობ რომ დუმილი გამანადგურებს…

                                 26.11.2011წელი

February 3, 2012 Posted by | მეგობრობა | | Leave a Comment

თეო-ს!..

მე ოცნება ამისრულდა,
რადგან გვერდით დღეს მყავს თეო,
მე ის ღმერთმა მომივლინა,
რომ მესწავლა მეგობრობა.
თეო,მიყვარხარ იცი?!
თან სულ ყველაზე დიდზე,
დიდზე მიყვარხარ რადგან,
დიდი გული მაქვს ალბათ.
უკვე თერთმეტი წელია,
რაც ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ.
ამ წლების შემდეგ შენი ადგილი,
დაო ჩემს გულში ძლიერ გამყარდა.
მენ არ იცი როგორ მიყვარს შენში,
მე ღიმილი და სიცილი ნაზი.
მიყვარხარ დაო ეს დაიხსომე,
გახსოვდეს მარად ჩემი სიტყვები.
მე შენ ამ სიტყვებს გულით გიყვები,
და არ გეგონოს ფარსი სიტყვები.
როცა ღმერთმა მომივლინა თავი შენი,
მე მან მითხრა,გაუფრთხილდი ძლიერ!
მე ღმერთს ყოველთვის მადლობას ვეტყვი,
რომ შენი სახით,სასწაული მე მომივლინა…

06.05.2011წელი

August 27, 2011 Posted by | მეგობრობა, მიძღვნილი | | 2 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.