მე დუმილს ვარჩევ
მე ამ დუმილმა ბევრი რამე დამაკარგინა,
და ვგრძნობ,რომ მალე საბოლოოდ-
-მომიღებს ბოლოს.
მაგრამ რა ვუყო სიამაყე არ მაძლევს ნებას,
ეს საიდუმლო გავუმხილო,ან ვუთხრა ვინმეს.
ვხედავ,შენს ირგვლივ ტრიალებს ხალხი,
ვხედავ რომ შენზე საუბრობს ყველა.
დადუმებული ვდგევარ და ვუსმენ,
ხალხი რომ გეთრფის როგორც ღვთაებას.
ვუსმენ,რომ ამბობს ეხ ხალხი შენზე,
უამრავ,ლამაზ სიტყვებს გულწრფელად.
მე კი ვდგავარ და ვაცეცებ თვალებს,
გაქცევა მინდა და ადგილს ვეძებ…
იქნებ მირჩიო რა ვუყო გრძნობას,
გრძნობას,რომელიც ბინადრობს გულში.
მე ოცნებებში ვეძებდი შვებას,
და მარტოობას დავუმეგობრდი.
მე სიმართლის თქმას დუმილს ვარჩევ -
-დღემდე რატოღაც,
და ეს დუმილი ვგრძნობ რომ ნელ-ნელა-
-ძალასაც მართმევს.
ვგრძნობ სიამაყე მომიღებს ბოლოს,
ვგრძნობ რომ დუმილი გამანადგურებს…
26.11.2011წელი
აღსასრულის დღე
და ახლოვდება აღსასრულის დღე,
ბოლო ეღება სიცოცხლეს ჩემსას.
ვგონებ,რომ უკვე დრო დამდგომია,
მე გამგზავრების საიქიოში.
რა მელოდება ნეტავ,-ვინ იცის,
რა მელოდება იმ სამყაროში?
რომ წავალ,ვემახსოვრები ნეტავი ვინმეს?-
ჩემ სახელს მაინც თუ წარმოთქვამენ ოდესმე ბაგით.
მე დიდებისთვის დღემდე არ ვიბრძვი,
ვიცი რომ ამით ცოდვას ჩავიდენ.
მე ცოდვილი ვარ,მაგრამ არ მინდა,
რომ ამ ცოდვებმა მიწაში ჩამფლან.
დრო გარდასულა ჩემი ცხოვრების,
დროა დავუთმო გზა შთამომავლებს.
ალბათ სულ მალე ჩასვენდება ჩემი ვარსკვლავიც,
და უგზო-უკვლოდ მაღლა,ცისკენ მე,გავფრინდები…
22.11.2011წელი
ჩვენი შეხვედრა
გული მიგრძნობს,რომ ახლოვდება,
ალბათ დღეები ჩვენი შეხვედრის.
მაგრამ არ ვიცი რა უნდა გითხრა,
ჩვენი შეხვედრის პირველ წუთებში.
შევხვდებით ჩვენ და ალბათ დუმილი
დაისადგურებს კვლავ,ისევ ჩემში.
მაგრამ თვალები,თვალები გეტყვის
რის თქმასაც დრემდე მე დუმილს ვარჩევ.
მე გავბედავ და მხოლოდ ერთხელ,-გეტყვი ყველაფერს,
ოღონდ თვალებით,მე თვალებით გეტყვი ბევრ რამეს.
და ამის მერე ვინ იცის,კვლავ გავბედავ?-
რომ შემოგხედო,გაგისწორო თვალი თამამად.
შენი ღიმილი მე ნატვრად მექცა,
შენი ხმა არსად არ მტოვებს მარტოს.
შენი თვალებიც ისე თბილია,
ზამთარში როგორც,მზე ისე მათბობს…
20.11.2011წელი
თეთრი ფურცლები
ვერ შვძლებ მე რომ შევეშვა ფიქრებს,
მე ხომ ფიქრები მაცოცხლებს დღემდე.
ვერ შევძლებ მე რომ შევეშვა წერას,
მე წერა მმატებს ძალას ხომ დღემდე.
მხოლოდ თქვენ იცით ჩემი ფიქრები,
თქვენს მეტს ვერავის მე ვერ ვენდობი.
როგორ შევეშვა მე წერას კალმით,
როგორ გადავდო გვერდზე ფურცელი.
როგორ გავბედო,როგორ დავტოვო,
სულ ცარიელი,თეთრი ფურცლები.
სიცარიელე,-მე ეს არა ვარ,
სიცარიელე,- ჩემგან შორსაა…
18.10.2011წელი
ვემორჩილები მხოლოდ ერთ ბატონს
ცრემლებს ვიკავებ,როგორ?-მეც მიკვირს,
მიკვირს თუ როგორ ვცოცხლობ მე დღემდე.
მე არავისთვის მითქვამს ერთი რამ,
და მარტოს დამაქვს მე ეს ოცნება.
ძნელია მარტომ ატარო ტვირთი,
ძნელია გერქვას ცოდვილი ქვეყნის.
ვიცი,ცხოვრება ვერ დამამარცხებს,
ვიცი,რომ ბოლოს მე გავიმარჯვებ.
მე შენ არ მოგცემ იმის უფლებას,
რომ იბატონო ჩემს გონებაზე.
ვემორჩილები მხოლოდ ერთ ბატონს,
და ეს ბატონი,ხომ თავად მე ვარ!
მემორჩილება გული,გონება,
მემორჩილება ფიქრები ჩემი.
მე ყოველივეს წარვმართავ ჩემით,
და არ მჭირდება მე სხვა ბატონი…
18.10.2011წელი
ზღვა ოცნებების
მე მხოლოდ შენთვის შემიძლია ვწერო ლექსები,
დაუსრულებლივ,შემიძლია ვიფიქრო შენზე.
ნეტავი ვინ ხარ,ან მე რას მერჩი,
რად ამირიე ფიქრები ჩემი.
მომწყვიტე უცებ მე რეალობას,
და ოცნებების ზღვაში ჩამაგდე.
მე ვიძირები თითქოს ზღვის ფსკერზე,
მაგრამ,ზღვის ტალღებს,არ მსურს დავნებდე.
ვგრძნობ რომ ვმარცხდები,-არ ვაღიარებ,
ამაყად დამაქვსმაინც ეს გრძნობა.
სიცარიელეს ვგრძნობ მე სულისას,
სიცარიელე მფიტავს რატომრაც.
ვგრძნობ,რომ აღარ ვარ,ის ვინც ვიყავი,
ვგრძნობ,რომ ამ გრძნობამ ზღვაში ჩამძირა…
18.10.2011წელი
მივდივარ
ბნელა,როგორც წყვდიად ღამეს,
ირგვლივ აღარსად არავინ არ ჩანს
მარტო დავეძებ იქნებ ვიპოვო,
გზა,რომელზეც მე შევძლებ დადგომას.
მივდივარ მაგრამ ვერაფერს ვხედავ,
თითქოს თვალებზე ამეკრა ბინდი.
მივდივარ მაგრამ ვერაფერს ვერ ვგრძნობ,
თითქოს სხეულში აღარ ძგერს გული.
მივდივარ მაგრამ სად არც კი ვიცი,
უბრალოდ მარტოდ მივყვები მე გზას.
მივდივარ მაგრამ ნეტავი რისთვის,
მივდივარ მაგრამ ვერც კი ვგრძნობ ამას…
14.10.2011წელი
-
Archives
- May 2012 (3)
- April 2012 (15)
- February 2012 (7)
- January 2012 (4)
- December 2011 (3)
- August 2011 (19)
- July 2011 (2)
- June 2011 (8)
- May 2011 (18)
- March 2011 (13)
- November 2010 (1)
- July 2010 (6)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS



