მე არასოდეს მდომებია სიცოცხლე ასე,
მე არასოდეს განმიცდია ეს გრძნობა ასე.
ვიცი რომ შევძლებ და შევაჩერებ
თვალებზე ცრემლებს სევდისგან მოგვრილს.
რთულია ქვეყნად იცხოვრო მარტომ,
რთულია მარტომ ზიდო ეს ტვირთი.
ხალხში ტრიალებ,მაგრამ შენ მაინც,
ამ საიდუმლოს მარტო ატარებ.
როცა თვალებში გიყურებ სენ მე
ცხოვრება უცებ,მგონია ჩემი.
მე არასოდეს მდომებია სიცოცხლე ასე,
და არასოდეს მყვარებია არავინ ასე.
როცა შენ გხედავ სიცოცხლე მინდა,
მე მიხარია მაშინ ცხოვრება.
უშენოდ სიკვდილს ემსგავსება დღეს ეს ცხოვრება,
მე შენ მიყვარხარ და არ მინდა მარტოს ცხოვრება…
08.10.2011წელი…
Advertisement