ვიცი კარგო გულქვა არ ხარ,
და რომ ცეცხლი გიკრთის ახლაც.
მე შენს თვალებში გარკვევით ვხედავ,
ბედნიერი რომ ხარ ახლა.
შენი თვალები ისე ბრწყინავს სიხარულისგან,
რომ ამ სამყაროს მზისებრ ანათებს.
ბედნიერების მიზეზი რაა
მე დღემდე ვცდილობ ამის წაკითხვას.
შენი თვალები ისე თბილია,
ზამთარშიც ძლიერ მათბობს.
შენმა თვალებმა მხოლოდ ეს მითხრეს:
რომ სიყვარულის მე მწამდეს მარად…
06.10.2011წელი
Advertisement