***
მე არასოდეს მდომებია სიცოცხლე ასე,
მე არასოდეს განმიცდია ეს გრძნობა ასე.
ვიცი რომ შევძლებ და შევაჩერებ
თვალებზე ცრემლებს სევდისგან მოგვრილს.
რთულია ქვეყნად იცხოვრო მარტომ,
რთულია მარტომ ზიდო ეს ტვირთი.
ხალხში ტრიალებ,მაგრამ შენ მაინც,
ამ საიდუმლოს მარტო ატარებ.
როცა თვალებში გიყურებ სენ მე
ცხოვრება უცებ,მგონია ჩემი.
მე არასოდეს მდომებია სიცოცხლე ასე,
და არასოდეს მყვარებია არავინ ასე.
როცა შენ გხედავ სიცოცხლე მინდა,
მე მიხარია მაშინ ცხოვრება.
უშენოდ სიკვდილს ემსგავსება დღეს ეს ცხოვრება,
მე შენ მიყვარხარ და არ მინდა მარტოს ცხოვრება…
08.10.2011წელი…
თვალები გამთქვამს
მე ვერასოდეს ვიფიქრებდი-შეგიყვარებდი ასე,
მე არ მეგონა რომ სიყვარული-ახლოა ჩემთან ასე.
მე ვერ გიბედავ თვალებში ცქერას,
ვიცი რომ გამთქვამს თვალები ჩემი.
ყოველთვის მინდა გიყურო მაგრამ,
სულ ვიყურები რატომღაც სხვაგან.
გიყურებ მაგრამ ისე არა,რომ შემამჩნიო,
რომ შემომხედავ ჩემი მზერა სხვაგან იქნება.
შენი თვალები ბევრ რამეს ამბობს,
შენი თვალებით ვცოცხლობ მეც დღემდე.
შენი თვალები მრავლის მთქმელია,
რაც მე მინდა კი იმისი არა…
06.10.2011წელი
შენი თვალები
ვიცი კარგო გულქვა არ ხარ,
და რომ ცეცხლი გიკრთის ახლაც.
მე შენს თვალებში გარკვევით ვხედავ,
ბედნიერი რომ ხარ ახლა.
შენი თვალები ისე ბრწყინავს სიხარულისგან,
რომ ამ სამყაროს მზისებრ ანათებს.
ბედნიერების მიზეზი რაა
მე დღემდე ვცდილობ ამის წაკითხვას.
შენი თვალები ისე თბილია,
ზამთარშიც ძლიერ მათბობს.
შენმა თვალებმა მხოლოდ ეს მითხრეს:
რომ სიყვარულის მე მწამდეს მარად…
06.10.2011წელი
აუხდენელი ოცნება
ოცნება მხოლოდ ოცნებად რჩება,
და არ სრულდება არა.
ვინ იცის,რომ მე ოდესმე
ამისრულდება ნატვრა.
ფუჭად ნუ ხარჯავთ დროს ოცნებებში,
მით უფრო მაშინ, თუ არ სრულდება.
რთულია ქვეყნად იცხოვრო ისე,
თუ კი ოცნება არ ასრულდება.
06.10.2011წელი
-
Archives
- May 2012 (3)
- April 2012 (15)
- February 2012 (7)
- January 2012 (4)
- December 2011 (3)
- August 2011 (19)
- July 2011 (2)
- June 2011 (8)
- May 2011 (18)
- March 2011 (13)
- November 2010 (1)
- July 2010 (6)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS



