თეო-ს!..
მე ოცნება ამისრულდა,რადგან გვერდით დღეს მყავს თეო,
მე ის ღმერთმა მომივლინა,
რომ მესწავლა მეგობრობა.
თეო,მიყვარხარ იცი?!
თან სულ ყველაზე დიდზე,
დიდზე მიყვარხარ რადგან,
დიდი გული მაქვს ალბათ. უკვე თერთმეტი წელია,
რაც ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ.
ამ წლების შემდეგ შენი ადგილი,
დაო ჩემს გულში ძლიერ გამყარდა.
მენ არ იცი როგორ მიყვარს შენში,
მე ღიმილი და სიცილი ნაზი. მიყვარხარ დაო ეს დაიხსომე,
გახსოვდეს მარად ჩემი სიტყვები.
მე შენ ამ სიტყვებს გულით გიყვები,
და არ გეგონოს ფარსი სიტყვები. როცა ღმერთმა მომივლინა თავი შენი,
მე მან მითხრა,გაუფრთხილდი ძლიერ!
მე ღმერთს ყოველთვის მადლობას ვეტყვი,
რომ შენი სახით,სასწაული მე მომივლინა…
06.05.2011წელი
ქართველი ერი
მარადისობის სადღეგრძელო მინდა დავლიო,მინდა დავლოცო საქართველოს ყოველი კუთხე.
მსურს მე ავიღო ხელში სასმისი,
და ვადღეგრძელო ქართველი ერი.
მაშ გაუმარჯოს ყველა ქართველს,
და გაუმარჯოს მთელს საქართველოს. მაშ გაუმარჯოს ყველა ქართველს,
ვინც კი ქვეყნისთვის სიცოცხლეს დათმობს.
ვინც კი წამითაც არ დაფიქრდება,
თავს გასწირავს და,სულს განუტევებს…
2011წელი
განთიადი
დაღამდა და ჩუმად,მე ყურს ვუგდებ,ქარის ზუზუნს და მის წყნარად რხევას.
როგორ წყნარად ქრის ეს ქარი ახლა,
გამახსენა მან კვლავ შენი თავი.
მენატრება ის დრო ახლაც ალბათ,
მენატრება საუბარი შენთან.
ირგვლივ არ ისმის არსაიდან ხმა,
მგონია რომ უკუნითი დადგა. მენატრება კვლავ შეხვედრა შენთან,
გახსენება ძველი დროის ხლად.
კვლავაც არ წყვეტს ქარი ქროლვას,
დამირღვია მან მე ჩუმი ღამე.
დამირღვია მან მე ტკბილი ძილი,
და სიზმრები მე რომ მესიზმრება.
ვუყურებ ცას და თან ვხედავ,-
რომ დრო და დრო ცას ანათებს ელვა. მაინც რა სურს ჩამჩურჩულოს ქარმა,
მაინც რა სურს რომ მან მითხრას ახლა.
დროა ალბათ დავისვენოთ ყველამ,
განთიადი დაიწყება ახლა…
05.05.2011წელი
ვინ იცის
ვინ იცის,ვინ იცის
რას გვიმზადებს ეს ცხოვრება.
ვინ იცის,ვინ იცის,
როდემდე ვიცოცხლებთ.
მიყვარხარ ეს იცოდე,
თან როგორ ეს ვინ იცის.
მე ვიცი და უფალმა
თუ როგორ მიყვარხარ.
მიყვარხარ,ეს იცოდე,
მიყვარხარ მე ძლიერად,
როდემდე გეტყვი ამას,
ვინ იცის,ეს ვინ იცის…
ცოტა დრო დამრჩენია,
შენთან ერთად ცხოვრების.
რამდენჯერაც მოვასწრებ,
გეტყვი რომ მე მიყვარხარ.
მიყვარხარ,მიყვარხარ,
ვიმეორებ მე ამას
წავალ დ აკვლავაც გეტყვი
რომ მიყვარხარ მე ძლიერად.
მიყვარხარ,ეს იცოდე
მიყვარხარ მე ძლიერად
როდემდე გეტყვი ამას,
ვინ იცის ეს ვინ იცის…
04.05.2011წელი
დაივიწყე
დრო უცებ გავიდა,ჩვენი ერთად ყოფნაც დასრულდა,
მითხარი რა გინდა,
მითხარი შენ რა გსურს.
კარგია,თავისუფლება ხომ კარგია,
კარგია,გული რომ არ მტკივა,
კარგია დღეს ეს ყველაფერი,
ცხოვრებაც კარგია. დაღამდა,ისევ მე შენ მიხმობ,-
რატომღაც ,ვერ ვხვდები მე ამას,
ვერ ვხვდები რა გინდა,
ან რისთვის მეძახი,ვერ ვხვდები.
გეტყვი რომ მივდივარ,
მე შენი აღარ ვარ,
მე შენგან მივდივარ,
და გემშვიდობები. მშვიდობით,არ იფიქრო ჩემზე, დაივიწყე რომ ჩვენ,
წარსული გვაერთებს,
რომ ჩვენ ოდესღაც
ერთადაც ვიყავით,-
დაივიწყე…
დაივიწყე…
03.05.2011წელი
უშენოდ
მივალ,მივყვები მე ქუჩებს,შენზე ფიქრებით გული ძგერს,
ვერა ვერ შევძლებ უშენოდ
ვიცი,სიცოცხლეს ვერასდროს. მივალ მივყვები ქუჩებს და
ფიქრებით ისევ შენთან ვარ,
ვფიქრობ მე შენზე ისევე,
ვფიქრობ რა ვუყო ამ ფიქრებს. მე ბევრს არაფერს გპირდები, გპირდები მხოლოდ ერთ რამეს,
გპირდები მე რომ ყოველთვის,
გულით ვატარებ შენს სახელს…
03.05.2011წელი
დაღამდა
რა გინდა კარგო,რას მერჩი,
რად არ მაძინებ ღამე მე?..
რას ითხოვ ნეტავ იცოდე,
ან კი რას ელი შენ ჩემგან…
უკვე დაღამდა,გვიან არს,
ძილის დრო უცებ მოსულა,
მე ვერ ვიძინებ იცი შენ,
რადგან მიყვარხარ გულით მე.
03.05.2011წელი
SmS-ელებს
ჩემო sms-ელებო მიყვარხართ დაა თქვენს გვერდით გატარებული ის 3 დღე არასოდეს დამავიწყდება,თქვენ ჩემს გულში ხართ…….!!!!!!!
ეს ყველაფერი დაიწყო შარშან,
რომ დამირეკა ტელეზე ნანამ.
გვიტარდებოდა ჩვენ ტრენინგები,
ვიგებდით ახალ უამრავ რამეს.
მას შემდეგ ყველა ვქმნიდით ჩვენ ბლოგებს,
და ვწერდით იმას რაც გვიზიდავდა.
დღეს ეს კონკურსი უკვე დამთავრდა,
კონკურენტებიც აღარ ვართ ახლა.
გამარჯვებულები ჩვენ ვართ პროექტის,
sms-ელები რადგან ვართ ყველა,
შესაბამისად ყველანი ერთად
ბათუმის “ჩაო”=მ მიგვიღო ერთად.
ეს სამი დღე ყველამ,გავატარეთ ერთად,
დავმეგობრდით ყველა და ვიგიჟეთ ერთად.
ამ სამი დღის მერე,ყველანი ერთად
ვბრუნდებით ისევ,სახლებში კენტად.
ყველას გული დაგვწყდა,რომ მალე დამთავრდა,
ჩვენი ერთად ყოფნის ლამაზი დღეები.
ჩვენ გვიყვარს ნანა და გვიყვარს დოდი,
ჩვენ გვიყვარს სანდრო და გვიყვარს ლია,
და ყველას ერთად ბერდია გვიყვარს.
ამ ლექსს თქვენ გიძღვნით,ჩემო კარგებო,
თქვენ გიძღვნით რადგან,მიყვარხართ მაგრად.
sms-ელები ყველაზე მაგრები ვართ,
sms-ელები ყველაზე კარგები ვართ,
sms-ელები ყველაზე თბილები ვართ,
და რაც მთავარია,ჩვენ პირველები ვართ!
30.04.2011წელი
sixu-ს
ეს ლექსი ეძღვნება ნათია გაბისონიას,რომელიც ჩემი დის მეგობარი დაქალი და ამავდროულად ნათლულია რომელსაც სახელის ნაცვლად ყოველთვის sixu-ს ეძახის…ხოდა წელს 24 აპრილს მინდოდა მისთვის ეეს პატარა საჩუქარი გამეკეთებინა და ჩემი ტკბილი სიტყვითა და თბილი გულით მიმელოცა დაბადების დღე…
მე მოგილოცავ კარგო შენ ამ დღეს, დღეს იუბილე არის ხომ შენი. ბედნიერი ხარ,რადგანაც ამ დღეს წმინდა იესო ქრისტეს აღდგომას, იუბილესთან ერთად ზეიმობ. ქრისტე აღსდგა ჩემო კარგო,-ჭეშმარიტად!!! მინდა გისურვო ამ ლამაზ ღამეს, ყველა სურვილის ცხადად მოვლენა, მინდა გისურვო ბედნიერება და სიყვარული,ულევი მარად. იყავი მარად შენ ბედნიერი, იყავი მარად შენ მხიარული, იყავი მარად სიცოცხლით სავსე, და მარად იყავ სახელად sixu. მე შენ გისურვებ ყველაფერ იმას, რასაც ვუსურვებ ჩემს საკუთარ თავს. სულ მოკლედ გეტყვი,არ მინდა ძლიერ, რომ გამიგრძელდეს სიტყვა სათქმელი. გფარავდეს უფლის მადლი და ძალა, გფარავდეს უფლის წყალობა დიდი.24.04.2011წელი
ეს ყველაფერი სიზმარია
უკვე ღამეა,მეც ვხუჭავ თვალებს,
და წარმოვიდგენ ნათლად შენს სახეს.
იღიმი,თითქოს ჩემთვის იღიმი,
თითქოს გრძნობ,რომ ახლა მე შენ გხედავ.
უცებ ვეთიშები სამყაროს,
უცებ თვალებს ვხუჭავ თითქოს,
დროც ისე სწრაფად გადის,
ვერც კი ვგებულობ,თენდება როდის.
სიზმარია და გეძახი მარად,
ცხადში ვერ ვბედავ ამას.
მაშინებს რეაქცია შენი,
მაშინებს სიმართლის თქმა შენთვის.
ვგრძნობ,რომ მე ვიღებ კალამს,
ვგრძნობ რომ შენზე ვწერ ახლაც.
მარად შენ გიძღვნი ლექსებს,
რადგან შენ ჰპოვე ჩემში-
ლექსების წერის ნიჭი.
შენით ვისწავლე მხოლოდ,
არ უნდა ვენდო ყველას.
მე ვენდე მხოლოდ კალამს,
კალამი კიდევ ფურცელს.
გადმოვეცი რა,- შენზე ფიქრის ზღვა.
როგორც გედი ზღვაში
თავს ასე ვგრძნობ ახლა.
ხელში მიჭირავს პასტა,
და სტრიქონებს ვწერ ახლა.
ეს ყველაფერი სიზმარია,
სიზმარში ვოცნებობ შენზე,
ცხადში გაქცევას ვცდილობ.
მითხარი როგორ შევძლო,
რომ არ ვიფიქრო შენზე.
ცხოვრება როგორ მიქრის,
უკან მოხედვა არც სურს.
გადაიარა კლდე და,
გაუჩინარდა სადღაც.
თითქოს ასეა შენზეც,
შენც გაქრი უცებ სადღაც.
2011წელი
-
Archives
- May 2012 (3)
- April 2012 (15)
- February 2012 (7)
- January 2012 (4)
- December 2011 (3)
- August 2011 (19)
- July 2011 (2)
- June 2011 (8)
- May 2011 (18)
- March 2011 (13)
- November 2010 (1)
- July 2010 (6)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS





