შენთვის
მე შენთვის გავწირე,რაც კი მებადა, შენ მოგიძღვენი სული და გული, არ გიფიქრია ნუთუ არასდროს, რომ ბევრს ითხოვდი... მე რაც შემეძლო ვაკეთებდი ყოველივეს მხოლოდ შენთვის. შენ მოგიძღვენი მე ეს ცხოვრება, შენთვის ყველაფერს ვთმობდი ბოლომდე. რა დაგაკელი მითხარ ეს მაინც, მითხარ რის გამო გამცვალე სხვაზე. ნუთუ მან მეტად მოგიზღვნა თავი, და შემოგწირა რაც კი ებადა? გულში მინთია კიდევ იმედი, რომ ყველაფერი იქნება სხვაგვარ. მითხარი რა გსურს,რა გავაკეთო, რომ დავიბრუნოთ ძველი დიდება. მე შენ მიყვარხარ,ნუთუ ცოტაა, ასე ძნელია ამის გაგება? მითხარ,თუ კიდევ შემრჩა მე რამე, რაც არ მოგიძღვენ,მე დღეს მოგიძღვნი. მაგრამ მე ვფიქრობ,რომ შემოგწირე ყოველი,რაც კი მებადა ქვეყნად. მითხარი,ნუთუ არ გებრალები, ეს ცრემლი შენთვის არაფერია? შენ კარგად იცი,როგორ ძნელია, ამ ცხოვრებასთან მარტო დარჩენა. გვერდით არავინ,არავინ არ მყავს, ვინც მანუგეშებს და გამამხნევებს. მე ვიცი ალბათ შენ გებრალები, მაგრამ არ მინდა ეს სიბრალული. მე მინდა ისევ ისე გიყვარდე, და ისევ ისე რომ მაღმერთებდე. დამშვიდობება მე მახსოვს ნათლად, რომ მიდიოდი ასე მითხარი: სცადე,იქნება გამოგივიდეს, და შეიყვარო ჩემსავით ვინმე. ნეტავი მართლაც შემეძლოს ასე, ნეტავი მართლაც შევძლო ცხოვრება, მაგრამ ვეღარ ვგრძნობ სიცოცხლეს ჩემსას, ვეღარ ვგრძნობ მკერდში მე გულისცემას. შენ ჩაკალ ყოველივე ამ გულში მარად, გაანადგურე შენ ჩემი სული. გამინადგურე ყოველივე რაც კი მებადა, და ასე ობლად,ღია ცის ქვეშ,მარტო დამტოვე. თითქოს ეს ყველაფერი სიზმარში ხდება, თითქოს ამ გულმაც შეწყვიტა ძგერა. მიშველე თუკი გრძნობ ისევ რამეს, თუ კი გიყვარდი ოდესმე მაინც. მითხარი,რა გსურს,რა გავაკეთო, ყველაფერს დავთმობ,შენი გულისთვის. ხელახლა,ერთად ვცადოთ ჩვენ ბედი, იქნებ არც ისე ცუდად დამთავრდეს... მენატრები და სულ შენზე ვფიქრობ, ვფიქრობ,დავუშვი შენთან შეცდომა? ჩემი შეცდომა ალბათ ის არის, რომ შეგიყვარე მე მთელი გულით. ალბათ ასეა,ვინც გიყვარდება, ჯერ შენთან არის,მერე შორს მიდის. ალბათ არავინ არ არის ღირსი, რომ შეიყვარო და აფასებდე. მე შევცდი შენში,მაგრამ რაც არის, უკან დროს მაინც ვერ დავაბრუნებ. ალბათ ცხოვრება შენ გიხარია, და შენ არ ცდილობ,მისგან გაქცევას. მე კი,დავდივარ უსიცოცხლოდ,მოკვდავთა შორის, აღარ ვარსებობ აღარავისთვის. მაინც მიყვარხარ,მაინც შენ გეტრფი, რადგან ცხოვრება შენ შემასწავლე. ვიხსენებ ძველ დროს,და ხალხთა შორის, ალბათ გიჟივით შენ გეძებ ყველგან. იქნებ ოდესმე შეგხვდე ვინ იცის, მაგრამ ჩამივლი გვერდს ისე თითქოს- შენ არასოდეს მე არ მიცნობდი. არ მოხვალ,არც კი მომესალმები, შეგრცხვება გიჟთან გასაუბრება. მიხვდები ალბთ,რომ მე შენს გამო, დავთმე ცხოვრება,დავთმე ყოველი. ვიჯდები ალბათ რომელიმე სკვერში მე სკამზე, მოსვლა შეგრცხვება,რადგანაც იცი, შენი ბრალია,მე ასე რომ ვარ- სულ მარტო დავრჩი, ამ ცხოვრებას მე მოწყვეტილი. მე ველი ისევ რომ დამიძახებ, და ისევ მეტყვი,რომ შენ გიყვარვარ. მაგრამ ფუჭია ეს ოცნება,ვხვდები მე ამას. ფუჭად ვოცნებობ,რომ ისევ შევძლებთ, ამ ყოველივეს გადალახვას და ერთად ყოფნას. დრო იყო კარგი,დრო საამური, მაგრამ ყოველივე მალე დამთავრდა. მალე დამთავრდა ჩემი ცხოვრება, და ცოცხალ-მკვდარი დავდივარ ახლა...
13.02.2011წელი
AkWye71jMio : )
No comments yet.
Leave a Reply
-
Archives
- May 2012 (3)
- April 2012 (15)
- February 2012 (7)
- January 2012 (4)
- December 2011 (3)
- August 2011 (19)
- July 2011 (2)
- June 2011 (8)
- May 2011 (18)
- March 2011 (13)
- November 2010 (1)
- July 2010 (6)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS



