ჩემი შემოქმედება

ფიქრები რომლებიც გულიდან მოდის…

ქალი…

ქალი,რომელსაც არავინ იცნობს

ყოველთვის როცა სიცოცხლე გინდა,
ხდება რაღაცა უბედურება,
ძალზედ საშიში,დაუვიწყარი,
რომელიც ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
ყველაზე ლამაზი,ყველაზე კეთილი,
იყო გოგონა,სახელად ლილი.

ლილი ცხოვრებამ არ შეიბრალა,
და მას მშობლები მალე წაართვა…
მას გვერდით დარჩა შეყვარებული,
რომელსაც ერქვა სახელად გიო.
დილა გათენდა და თან როგორი,
უბედურების მომტანი დილა…

მათ გადაწყვიტეს რომ საღამო ხანს,
სადმე გაევლოთ და ესეირნათ.
მოსაღამოვდა…
გიოსთვის ბოლო საღამო დადგა,
ლილისთვის კიდევ საშინელი დღე…
სეირნობის დროს,მთვრალმა ბიჭებმა,
გზა გადაუჭრეს და გიო დაჭრეს…

ლილი ხალხისგან ითხოვდა შველას,
მაგრამ მის ირგვლივ არავინ ჩანდა…
გიო ადგილზე გარდაიცვალა
და ლილის კიდევ ეტკინა გული.
კიდევ გაიგო ტკივილის ძალა,
და კიდევ ერთხელ დაიწყო გლოვა.
გავიდა დრო და…

მან შეიძულა მთელი სამყარო,
და სიყვარულიც შეცვალა ზიზღმა.
მას შემდეგ ლილი გამოიცვალა,
აღარ შეეძლო მას სიბრალული.
როგორც განგებამ ის არ დაინდო,
არ შეიბრალა არც მან არავინ.

მან შეიძულა სულ ყველა კაცი,
და შეიძულა გამჩენი მათი.
ყველგან ეძებდა ის გიოს სახეს,
მაგრამ ვეღარსად ვერ პოულობდა.
ლილიმ გაიცნო ერთი ლამაზი,
კეთილშობილი,სახელად დათო.

მან ის როგორღაც მოაჯადოვა,
და დათოც მხოლოდ მას მორჩილებდა.
არ არსებობდა ქვეყნად რაიმე,
რაც დათოს მისთვის ენანებოდა.
ის ენდობოდა ლილის ბოლომდე,
რამაც ის ძალზედ მწარედ დასაჯა.

ქალი ქალია,და სჯობს არ ენდო,
თან თუ ის ქალი ბევრის მომსწრეა.
ლილი ხომ სწორედ ასეთი იყო,
რომელსაც გული ატკინეს ბევრჯერ.
ერთხელაც ლილიმ შეხვედრა სთხოვა,
შეხვდნენ ერთმანეთს,მოეხვივნენ და…

ლილი შეიპყრო უცებ კანკალმა,
და აღელვაბაც შეეტყო ძლიერ.
შეეშინდა რომ ვეღარ გაბედდა,
და სწრაფად ჩასცა გულში მას დანა.
დანა ჩასცა და დაკარგა გონი…
გონს რომ მოვიდა ციხეში იყო,
და მიხვდა,რომ მან დაღუპა დათო…

დაღუპა კაცი,რომელიც ალბათ
მას აღმერთებდა ყველაზე მეტად.
ნეტავ რა იგრძნო,ან ახლა რას გრძნობს,
კაცის მკვლელი და სასტიკი ლილი…
ციხეში ყოფნამ მას ის ასწავლა,
რომ არ იძიოს შური არასდროს.

თუკი ცხოვრებამ შენ არ დაგინდო,
აცადე,იყოს სხვა ბედნიერი.
აცადე,დატკბეს სამყაროს ხილვით,
ლხინი იქნება თუ სადმე ჭირი.
არ დასდო ბრალი,სხვას არასოდეს,
თუკი ცხოვრებით ვერ გაიხარე.

ეცადე გულით იყო ის რაც ხარ,
და არასოდეს არ ითამაშო.
მოვა დრო და გაიგებს ყველა,
რომ თამაშობდი მთელი ცხოვრება.
ყველა ზურგს გაქცევს,
ყველა ცუდს გეტყვის,
ყველა იტყვის რომ,
შენ ხარ თვალთმაქცი.

დრო გავა,თანაც უკვე დიდი დრო,
და დანაშაულს გვიან მიხვდები.
მაშინ მიხვდები შენ თუ რაოდენ,
დააზარალე დათოს ოჯახი.
მიხვალ იმ ხალხთან,პატიებას სთხოვ,
მაგრამ გულით გრძნობ,რომ გვიანია.
ცხარე ცრემლებით ისველებ ღაწვებს,
და თან გულში გრძნობ,რომ მარტო დარჩი…

ვეღარც ცხოვრებას გააგრძელებ ჩვეული რიტმით,
რადგან ცხოვრების ყველა კარი დაკეტილია.
შენ არავისთვის არ არსებობ ამ ქვეყანაზე,
იმასაც ვერ გრძნობ,თუ არსებობენ-
შენს ირგვლივ სხვები.
შენ მარტოობამ დაგღუპა მხოლოდ.

სულ მარტოდ იყავ,ხალხმა რომ გნახა
ხიდის ქვეშ,ტკბილად ცაძინებული.
შუა ზამთარში ჩაგძინებოდა და სიცივისგან-
სახე,ხელები და მთელი ტანი
როგორც ყინული გაგცივებოდა.
პატრონი ვინ გყავს ნეტავი ქვეყნად?..
აღარც არავინ,შენ სულ მარტო ხარ…

ახლაც არავინ არ შეგიბრალა,
და კვლავ, ერთხელაც
სულ მარტო დარჩი…

2010წელი

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.